GE

რა უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა მათემატიკის გამოცდისთვის

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათმატიკის გამოცდის დეტალების შესახებ, აბიტურიენტებისთვის აქტუალურ შეკითხვებს ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა თვდორაძემ უპასუხა. აბიტურიენტების შეკითხვები ძირითადად ტესტების სირთულეს და ყურადღებაგასამახვილებელ დეტალებს ეხებოდა.

“ნაეკი” გთვაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:

ზოგიერთი ერთქულიანი დავალება უფრო რთულია, ვიდრე ორ ან სამქულიანი დავალება, რა განაპირობებს ამას?
ერთქულიანი რთული ამოცანები ემსახურება მათემატიკაში ძლიერი აბიტურიენტის რეიტინგულ სიაში ობიექტურ დალაგებას. მარტივი ორქულიანი დავალებები ემსახურება, შეამოწმოს აბიტურიენტის მსჯელობისა და დასაბუთების უნარი მარტივ ამოცანებში.

რომელი დავალებების შესრულება უჭირთ ყველაზე მეტად აბიტურიენტებს მათემატიკის ტესტში?
აბიტურიენტებს შედარებით უძნელდებათ გეომეტრიის ღიაბოლოიანი დავალებების ამოხსნა.

მათემატიკის გამოცდაზე რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ შეცდომებისაგან დავიზღვიოთ თავი?
ყურადღებით გაეცანით პირობას და ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არითმეტიკული შეცდომები არ დაუშვათ. დაკვირვებით აწარმოეთ მათემატიკური გარდაქმნები. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ პასუხი ღია დავალებებში გამოყვანის, მსჯელობის, დასაბუთების გარეშე არ ფასდება.

38-ე, 39-ე და მე-40 ამოცანების ტიპზე სავარჯიშოდ რომელ სახელმძღვანელოებს ან ინტერნეტ რესურსებს ურჩევდით მოსწავლეებს?
ამ დავალებებში შესაძლებელია შეგხვდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი საკითხი. იხ. საგამოცდო პროგრამები.

მათემატიკის გამოცდა წინა წლებთან შედარებით უფრო რთული იქნება?
საგამოცდო ტესტის სტრუქტურა და სირთულე წელს არ შეიცვლება.

ბოლო 4-ქულიანი (მე-40) დავალების ამოსახსნელად განსაკუთრებით რომელ თემებს მიაქციონ აბიტურიენტებმა ყურადღება მომზადებისას?
ეს არის კომბინირებული ამოცანა, რომლის არც ერთი საკითხი არ სცილდება ეროვნული სასწავლო გეგმის ჩარჩოებს. კონკრეტული მზა ინსტრუქციის შემოთავაზება შეუძლებელია.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური