GE

რა უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა ხელოვნების გამოცდისთვის

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის დეტალების შესახებ, აბიტურიენტებისთვის აქტუალურ შეკითხვებს ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო ხუნდაძემ უპასუხა.

“ნაეკი” გთვაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:

რას უნდა მიაქციონ ყურადღება უფრო მეტად აბიტურიენტებმა ამ საგნის გამოცდაზე?
ძალიან ხშირად აბიტურიენტები ყურადღებით არ კითხულობენ დავალების პირობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ზუსტად ის პასუხი გასცენ აპლიკანტებმა, რასაც დავალების პირობა მოითხოვს.

რა რეკომენდაციას მოგვცემდით გამოცდაზე კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს პასუხს „სწორია, ან „მცდარია“ ?!
ამ დავალებაში თუ თვლით, რომ პასუხი ჭეშმარიტია, უნდა მონიშნოთ ,,სწორია”, ხოლო როდესაც ნიშნავთ პასუხს ,,მცდარია”, აუცილებლად უნდა განმარტოთ კომენტარის სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პასუხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი.

ტესტი ისეთივე ფორმატის იქნება, როგორიც შარშან?
ხელოვნების ტესტის ფორმატი არ შეცვლილა.

გამსვლელი ქულა რამდენია?
აბიტურიენტებისთვის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 80, ხოლო მინიმალური – 18.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური