GE

რა უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდაზე – ლევან ჩიქვინიძის პასუხები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის დეტალების შესახებ, აბიტურიენტებისთვის აქტუალურ შეკითხვებს უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ჩიქვინიძემ უპასუხა. აბიტურიენტების შეკითხვების დიდი ნაწილი გამოცდის სირთულეს და დროის გადანაწილებას ეხებოდა.

“ნაეკი” გთვაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:

ზოგადი უნარების ტესტის რა ტიპის დავალებებში უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე მეტ შეცდომას?
აბიტურიენტები შედარებით მეტ შეცდომას უშვებენ ვერბალური ნაწილის წაკითხული ტექსტის გააზრებასა და მათემატიკური ნაწილის მონაცემთა საკმარისობის დავალებებში.
არის თუ არა წელს რაიმე ტიპის ცვლილება ზოგადი უნარების გამოცდის ტესტებში ბარიერის,

საგამოცდო საკითხებისა ან ტესტის ნაწილებს შორის ქულების გადანაწილების თვალსაზრისით? როგორი სირთულის იქნება წელს ტესტი?
ზოგადი უნარების გამოცდაში წელს სიახლეები არ არის. ტესტი დაახლოებით ისეთივე სირთულის იქნება, როგორიც წინა წლებში იყო.

როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ ზუსტად გვეყოს?
ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას, იმ შემთხვევაში, თუ გაგიჭირდათ პასუხის გაცემა, გამოტოვეთ (ნუ დაუთმობთ ბევრ დროს) და გადადით შემდეგზე. ყველა დავალების ნახვის შემდეგ ისევ დაუბრუნდით მას. დავალებები გადის აპრობაციას და საგამოცდო ტესტში მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება. შესაბამისად, დროის სწორად განაწილების შემთხვევაში გამოცდისათვის გამოყოფილი დრო სავსებით საკმარისია.

პასუხები ბოლოს გადავიტანოთ თუ თითოეული დავალების ამოხსნის შემდეგ?
უმჯობესია, კონკრეტული დავალების ამოხსნის შემდეგ გადაიტანოთ პასუხი პასუხების ფურცელზე, რადგან, ხშირად, როცა აბიტურიენტებს ტესტირების ბოლოს გადააქვთ პასუხები, სიჩქარის გამო ერევათ თანმიმდევრობა.

ანალოგიების შესრულებისას დასჭირდება თუ არა მოსწავლეს უცხო სიტყვის წინარე ცოდნა სწორი პასუხის შემოსახაზად?
ანალოგიის ტიპის დავალებებში უცხოური წარმომავლობის სიტყვები, ძირითადად, ტექსტთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, კონტექსტიც შეიძლება დაგეხმაროთ მათი მნიშვნელობის გაგებაში.

ამავე თემაზე:

რა უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა ქართულის გამოცდისთვის – ნანა ლოლაძის პასუხები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური