GE

რა უნდა გაითვალისწინონ ბაგა–ბაღებმა წითელასგან დასაცავად – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დედაქალაქის მერიას ბაგა-ბაღებს წითელასგან დასაცავად რეკომენდაციები წარუდგინა. აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე ბაგა-ბაღების სააგენტომ ადრეული და სკოლამდელი აღსაზრდელების მშობლებს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს აცრების ჩატარების აუცილებლობაზე და მათგან წითელას საწინააღმდეგოდ ჩატარებული აცრის დამადასტურებელი ცნობა მოითხოვოს.

ამასთან, სამინისტროს მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახელობის დაცვა წითელასგან, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებაში შეიქმნება იმუნური ფენა. აღნიშნულის მიღწევის ერთადერთ გზას კი  ბავშვების აცრებით მოცვის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა (არანაკლებ 95%) წარმოადგენს. ამასთან, აუცილებელია აუცრელი ან აცრის უცნობი სტატუსის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ვაქცინაცია.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

1. აღსაზრდელების წითელას საწინააღმდეგო აცრის სტატუსის განსაზღვრა დაწესებულებაში არსებული „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის“ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N მე-4 -100/ა) მიხედვით. ხოლო დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში, მოძიებულ იქნას სათანადო ინფორმაცია;

2. ყველა აუცრელი ან არასრულად აცრილი აღსაზრდელის მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდება აცრის ჩატარების აუცილებლობის შესახებ და აცრის დამადასტურებელი ცნობის დაწესებულებაში წარდგენის მოთხოვნა;

3. აღსაზრდელის მიერ სააღმზდელო პროცესის გაცდენის რეალური მიზეზის დადგენა, წითელას შესაძლო შემთხვევების გამოსავლენდა;

4. დაწესებულებებში წითელას გამოვლენის შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, კონტაქტში მყოფი პირების ასაცრელად;

5. ვირუსული დაავადების რომელიმე საეჭვო ნიშნის არსებობისას აღსაზრდელის/პედაგოგის (თანამშრომლების) არდაშვება დაწესებულებაში.

ამავე თემაზე:

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღში ჩუტყვავილას გამოვლენისა და ერთი აღსაზრდელის გარდაცვალების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

სკოლებსა და ბაღებში წითელას ეპიდემიის გამო აცრების კალენდარს ითხოვენ

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური