GE

რა უნდა იქონიოს თან ზოგადი უნარების გამოცდაზე საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა – დეტალები

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდა 11 თებერვალს ჩატარდება ქ. თბილისის N161 საჯარო სკოლაში (მის.: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა N50).

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 15:30-დან დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაცია საგამოცდო დროისა და რეგისტრაციის შესახებ აპლიკანტს მოცემული აქვს საგამოცდო ბარათზე. ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია ვებგვერდზე online.naec.ge აპლიკანტის პირადი გვერდიდან.

აპლიკანტმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოს:

  • საგამოცდო ბარათი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების პროცედურები საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი