GE

რამდენ ხანში ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგი და რას ამოწმებს დამოუკიდებელი კომისია

2019 წლის აბიტურიენტებისთვის აპელაციის პროცესი დაიწყო. საპრეტენზიო განაცხადის შევსებისას მთავარი კითხვაა, როგორ შეამოწმებს დამოუკიდებელი კომისია ნაშრომს, მთლიანად, თუ კონკრეტული დავალების მხედვით.

როგორც გამოცდების ცენტრი განმარტავს, სააპელაციო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას შემოწმდება მთლიანად დავალება და არა დავალების თითოეული კრიტერიუმი (ქვედავალება).

რაც შეეხება ვადებს, საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან 20 დღის ვადაში.

“საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ აპელაციის შედეგად შეიცვლება ნამუშევრის შეფასება, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში აბიტურიენტმა უნდა შეავსოს აპელაციისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის განაცხადი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. თანხა დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი
თვისა, აპლიკანტის მიერ განაცხადზე დართულ საბანკო რეკვიზიტებზე”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური