GE

რამდენად ხელმისაწვდომია უმაღლესი განათლება საქართველოში – საკითხზე სოხუმის უნივერსიტეტში იმსჯელეს

უმაღლესი განათლება საქართველოში საზოგადოების ყველა ფენისთვის ხელმისაწვდმი  არ არის. ფინანსური, ჯანმრთელობის თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, ადამიანების ნაწლისთვის განათლების მიღება დღემდე შეზღუდულია. რას აკეთებს სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად და რა რეკომენდაციები აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს –  ამ საკითხებზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ევროკავშირის საერთაშორისო პროექტის (DARE)  ფარგლებში იმსჯელეს.

DSC_0334ევროპული წვდომის ქსელისა /European Access Network (EAN) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება ამავე უნივერსიტეტში გაიმართა. ევროკავშირის  მიერ Erazmus + პროგრამით დაფინანსებული პროექტში – „უმაღლესი განათლების  ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი პირობების შექმნა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისა და ნაკლებად განვითარებული რეგიონებისათვის” საქართველოსა და უცხეთის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. მათ შორის ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ისრაელის, რუმინეთისა და ლიტვის სასწავლებლები.

პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ინკლუზიური უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი საქართველოსა და ისრაელში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის და ეთნიკური უმცირესობათა ჯგუფებისთვის. სტუდენტური მხარდაჭერის სერვისების გაძლიერების მეშვეობით, საქართველოსა და ისრაელის პარტნიორ უნივერსიტეტებში მარეგულირებელი პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება.

პროექტის  ფარგლებში მიმდინარეობს უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მომზადება, რათა ხელი შეუწყონ ინკლუზიური საჭიროებების მქონე სტუდენტებს და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სწავლების უკეთესი სერვისის მიღებაში.
DSC_035726 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება წარმოადგენდა პროექტში ჩართული საქართველოს უნივერსიტეტების შუალედურ საანგარიშო შეხვედრას.  ღონისძიების მონაწილეობას იღებდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე საქართველოში. განათლების სამინისტროს პოზიცია მოწვეულ სტუმრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერიან გობრონიძემ გააცნო. რომელმაც ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ.

“გაიზარდა დაფინასებული  საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა, ასევე გაიზარდა სოციალურად დაუცველი და მაღალმთიანი რეგიონების სტუდენტების  დაფინანსება,  დაიწყო და რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან განხორციელდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა,  მოწესრიგდა  სასტიპენდიო ფონდი და ა. შ. თუმცა ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანია ვისაუბროთ პრობლემების იდენტიფიცირებაზე და ეს პრობლემები რა თქმა უნდა, არის”,- განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.

ეროვნული სასწავლო დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ კი  კონკრეტულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, არის რამდენიმე პრობლემა, რის გამოც უმაღლესი და პროფესიული განათლება საზოგადოების გარკვეული ფენებისთვის ხელმიუწვდომელია და სამინისტრო მუშაობს რომ ეს საკითხები ეტაპობრივად მოგვარდეს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა გეოგრაფიული მდებარეობა. ზოგადი განათლების კუთხით ეს საკითხი ფაქტიურად მოგვარებულია, რადგან სკოლა თითქმის ყველა რეგიონში არსებობს. რაც შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, მათი დიდი ნაწილი თავმოყრილია დედაქალაქში და ნაწილი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. „ახალგაზრდა, რომელიც დავუშვათ ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთში, ოჯახს  არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ მას დაუქირაოს ბინა ქალაქში და გადაუხადოს სწავლის საფასური, ამ ადამინისთვის განათლება არ არის ხელმისაწვდომი და ეს პრობლემა სამწუხაროდ არსებობს ჩვენს ქვეყანაში“,-განმარტა ნათია ჯოხაძემ.

DSC_0359შემდეგი პრობლემა არის დისტანციური სწავლების არ არსებობა. ეს საკითხი საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული და შესაბამისად აქაც ჩნდება ხელმისაწვდომობის პრობლემა.

ერთ-ერთი მთავარ დაბრკოლებად განათლების მიღებისთვის ჩვენს ქვეყანაში რჩება ფინანასები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უფასო ფაკულტეტების სია, საჯარო და კერძო სასწავლებლების დაფინანსების მოდელი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ხდება.

„არც ერთი საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტი სტუდენტისთვის უფასო არ არის. ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა კი ფინანსური თვალსაზრისით სოციალურად დაუცველია. გრანტების გაცემის წესშიც არის ხარვეზები. თუ სტუდენტმა მიიღო 100 %-იანი გრანტი და სწავლობს ისეთ სასწავლებელში, სადაც ეს გრანტი არ ყოფნის, სახელმწიფო მას შევსებას არ უკეთებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ 100%-იანი გრანტის მფლობელი სწავლობს ისეთ სასწავლებელში, სადაც საფასური არის 2 250 ლარზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფო მას აჭრის ზედმეტ თანხას, ეს არ არის სამართლიანი. მნიშვნელოვანია ასევე სტიპენდიების პროგრამა, არც ერთ უნივერსიტეტში სტიპენდია არ არის იმდენი, რომ სტუდენტის ელემენტარულ ხარჯებს ეყოს,-“განმარტავს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

DSC_0371მისივე თქმით, გეოგრაფიული და ფინანსური საკითხები ერთმანეთში გადაჯაჭვულია, რადგან რეგიონში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სწავლის საფასურიც გადაუხადოს და ცხოვრების ხარჯებიც აუნაზღაუროს. ამიტომ, ადვილი შესაძლებელია ძალიან კარგი მონაცემების მქონე ახალგაზრდას განათლების მიღება შეეზღუდოს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც გარკვეული პირებისთვის განთლების მიღებას აფერხებს ინფრასტრუქტურაა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სასწავლებლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის პანდუსები, შენობების შიდა ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში მათთვის მოუხერხებელია, მაგალითად ისეთი პირებისთვის ვისაც  მხედვლობის და სმენის პრობლემა აქვს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს არამარტო სასწავლო დაწესებულებებში, არამედ სახლებში, სადარბაზოებში, ქუჩებში, ტრანსპორტში დ ა.შ. ამ ფონზე მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების განვითარება.

კიდევ ერთი პრობლემა არის ლინგვისტური დაბრკოლება. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის არსებობს სპეციალური პროგრამები, რომ ჯერ სახელმწიფო ენა შეისწავლონ და შემდეგ ბაკალავრიატის სფეხური გაიარონ, თუმცა ამ მიდგომამ ზოგ შემთხვევაში გაამართლა, ზოგჯერ-არა. ეს პრობლემა მოდის სკოლიდან და ჯერ კიდევ არის მოსაგვარებელი.

DSC_0346ერთ-ერთი პრობლემაა ასევე სისტემა, რომელიც უნდა იყოს მოქნილი. არ უნდა არსებობდეს შეფერხებები ერთი საფეხურუდან მეორეზე გადსასვლელად, მაგალითად თუ ადამიანი დაამთავრებს 9 კლასს, მიიღებს პროფესიულ განათლებას და ამის შემდეგ გაუჩნდება სურვილი უმაღლეს სასაწვლებელში ჩააბაროს, მას ექმნება გარკვეული ბარიერები. მან უნდა ჩააბაროს ექსტერნი, შემდეგ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები და ამის შემდეგ კიდევ ეროვნული გამოცდები.

„ასტრონომიულად ბევრი გამოცდის ჩაბარება უხდებათ არამარტო მათ, არამედ 12 კლას დამთავრებულებასც სკოლის 8 საგანი, რომელსაც ემატება ეროვნული გამოცდები, ჯამში გამოდის 12 საგანი. ეს ყველაფერი კი გადაჯაჭვულია რეპეტიტორის ინსტიტუტთან. როდესაც ვეკითხებით რატომ გჭირდებათ რეპეტიტორი – პასუხია, რომ გვჭირდება, გამოცდაზე ისეთი საკითხებია, რაც ნასწავლი არ გვაქვსო. სამწუხაროდ არის ეს პრობლემა და აქაც მივდივართ ხელმისაწვდომობასთან. ოჯახს, რომელსაც ფინანსური სახსრები არ აქვს, შვილი ვერ დაჰყავს რეპეტიტორთან. ზოგადად სისტემა არ არის მოქნილი და შემწყნარებლური ინდივიდების მიმართ, თუმცა ამ კუთხით გარკვეული ცვლილებები უკვე დაგეგმილია და ხორციელდება,-განმარტა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.

DSC_0371შეხვერდაზე განთლების ხელმისაწვდომობის საკითხზე ისაუბრა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა თამარ მოსიაშვილმა, მისი თქმით, DARE-ს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის მოიცავს აკადემიური პერსონალის გადამზადებასაც. ევროპული წვდომის ქსელის წარმომადგენლის მი ფუნგ ლის განმარტებით პროექტი მნიშვნლოვნად შეცვლის სტუდენტების ცნობიერებას და შედეგიანი იქნება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლია ახალაძემ კონკრეტულად უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევებსა და სამუშოებზე ისაუბრა. მისი განცხადებით პროექტის ფარგლებში მოხდა სპეციალური სჭიროების მქონე და სოციალურად დაუცველი სტუდენტების იდენტიფიცირება და სასწავლო პროცესში მათი ინტერესების გათვალისწინება. პროექტი წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც უმაღლესი სასწავლებლების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები განათლების სამინისტროს გადაეცემა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან  საერთაშორისო პროექტის DARE – ს წევრები, მაგრამ  არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად  აქტიურად  ჩაერთვნენ შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაში.

პროფესიული განათლება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური