GE

რამდენი ადგილი დარჩა პოპულარულ სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპის შედეგად

2018–2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპის დაწყების შემდეგ უკვე 19 793 ადგილი შეივსო. წინ საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციაა.

როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უშუალოდ სკოლაში მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე ის პირველკლასელები დარეგისტრირდნენ, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა) და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

EDU.ARIS.GE – დაინტერესდა, არის თუ არა საქართველოში ისეთი სკოლები, სადაც პირველი ეტაპის შემდეგ ადგილები სრულად შეივსო.

„ასეთი სკოლა, სადაც პირველი ეტაპის შედეგებით ადგილები ფიზიკურად აღარ არის ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია და ეს არის თბილისის 186–ე საჯარო სკოლა. საქართველოს მასშტაბით ადგილები 27%–ით შეივსო. დარეგისტრირებულია 19 793 პირველკლასელი და, ჯამში, ადგილების რაოდენობა 74 596–ს შეადგენდა“, – განგვიცხადეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

EDU.ARIS.GE -მ მოიოპვა ინფორმაცია იმ სკოლებში დარჩენილი ვაკანტური ადგილების შესახებ, რომლებიც გასული სამი წლის განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი სკოლებია პირველკლასელთა მშობლებში, ანუ სკოლები, სადაც ყველაზე მეტ პირველკლასელს სურდა დარეგისტრირება.

სსიპ #47 საჯარო სკოლა: იყო 125 ადგილი – დარჩა 54;

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის 51 საჯარო სკოლა: იყო 150 ადგილი – დარჩა 66;

სსიპ – აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №53 საჯარო სკოლა: იყო 200 ადგილი – დარჩა 146;

სსიპ – ქალაქ თბილისის №161 საჯარო სკოლა: იყო 225 ადგილი – დარჩა 100;

სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლა: იყო 100 ადგილი – დარჩა 49;

სსიპ – ქალაქ თბილისის №24 საჯარო სკოლა: იყო 125 ადგილი – დარჩა 42;

სსიპ – ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლა: იყო 100 ადგილი – დარჩა 48;

სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა: იყო 150 ადგილი – დარჩა 29;

სსიპ – თბილისის კლასიკური გიმნაზია: იყო 150 ადგილი – დარჩა 44.

შეიცვლება თუ არა მოთხოვნადი სკოლების სია 2018 წლისთვის, ეს პირველკლასელთა რეგისტრაციის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ნიმუში და რჩევები მშობლებს რეგისტრაციისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური