GE

რამდენი სკოლა, კლასი და მასწავლებელი იმყოფება დისტანციურ სწავლებაზე საქართველოში – დეკემბრის სტატისტიკა

4 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი. დისტანციურად ასწავლის რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE – სთვის მოწოდებული ინფორმაციით, შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და მასწავლებლების რიცხვი.

„ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71%“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

NCDC-ის 3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 100 შემთხვევა გამოვლინდა და 67 მოქალაქე გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,92%-ია, ბოლო 14 დღის – 8,75%, ბოლო 7 დღის – 8,39%. სულ აცრილია – 2 211 839, დღიურად აცრილია – 11 699 ადამიანი.

ასევე იხილეთ:

დეკემბრის პირველ კვირაში ონლაინ სწავლების სურვილი 5 066-მა მოსწავლემ გამოთქვა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური