GE

რამდენიმე გზა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ყურადღებით გისმენენ მოსწავლეები

მასწავლებლის მიზანი სწავლებაა და არა დაფასთან დგომა და საუბარი, თუმცა ზოგჯერ, მეორე უფრო მარტივია, ვიდრე პირველი. განსაკუთრებით მაშინ როცა კლასში ბევრი მოსწავლე და კიდევ უფრო მეტი ახალი მასალაა. ბავშვებს შეიძლება გონება გაეფანტოთ, თქვენი მთავარი სათქმელი გამორჩეთ და საბოლოოდ, ახსნილი ვერ გაიგონ, მაგრამ როგორ უნდა მიხვდეს პედაგოგი ამას?

არსებობს რამდენიმე გზა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ყურადღებით გისმენენ მოსწავლეები და როგორ გაიგეს ახალი გაკვეთილი:

არ დასვათ კითხვები, რომლებზე პასუხებია „კი“ ან „არა“

„მეთანხმები?“, ყველაფერი გასაგებია?“,- ამ კითხვებზე მიიღებთ პასუხს „დიახ“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვებს თქვენი ნალაპარაკებიდან არაფერი გამორჩენიათ. დასვით კითხვები, რომელთა საპასუხოდაც მოსწავლეებს გონების დაძაბვა და ცოდნის გამოყენება დასჭირდებათ.

სთხოვეთ სტუდენტებს საკუთარი აზრის გამოხატვა.

გაკვეთილის დამთავრებამდე დაიტოვეთ რამდენიმე წუთი და ამჯერად მოსწავლეებს დაუთმეთ ასპარეზი. მოაყოლეთ, რაც დაამახსოვრდათ ახალი მასალიდან და ჰკითხეთ, რაში გამოიყენებენ ამ ცოდნას ან სთხოვეთ, გაიხსენონ ძველი მასალა და გაავლონ პარალელი

შეადგინეთ ქვიზები

გაკვეთილის ბოლოს ჩაატარეთ მოკლე ვიქტორინა, დასვით კითხვები ახალი გაკვეთილიდან.

შეაჯამონ მოსწავლეებმა

ახალი ცნებებისა თუ ინფორმაციის შეჯამება მოსწავლეებს მიანდეთ.

„ხელის სიგნალები“

ხელის 5-ბალიანი შკალის მეშვეობით მოსწავლეებს შეაფასებინეთ, რამდენად კარგად გაიგეს თქვენი ახსნილი და თითოეულს, ვინც 5-ზე ნაკლებ თითს ასწევს, სთხოვეთ, დაწეროს, რა ვერ გაიგო

ოთხი კუთხე

თუ საკმარისი დრო გაქვთ, გაკვეთილის ახსნის შემდეგ შეგიძლიათ, მოსწავლეებს შემდეგი თამაში შესთავაზოთ: ახალი მასალიდან თქვით რაიმე წინადადება, შეიძლება მცდარიც ან ნახევრად მცდარი. ოთახის კუთხეებს მიანიჭეთ სტატუსები „სრულად ვეთანხმები“, – „ნაწილობრივ ვეთანხმები“, საერთოდ არ ვეთანხმები“, „არ ვარ დარწუმენებული“. საკუთარი შეხედულებისამებრ მოსწავლეები უნდა განთავსდნენ ამ კუთხეებში.

3, 2, 1
გაკვეთილის ბოლოს შემოიღეთ წესი და მოსწავლეებს აპასუხებინეთ შემდეგ კითხვებზე: 1) რა გაიგეს, 2) რა უნდათ იცოდნენ კიდევ და 3) რა კითხვები აქვთ

რვეულის მოსაზრებები

საკლასო ოთახში დადეთ რვეული, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, გააკეთონ ჩანიშვნები, რა ისწავლეს, რა ერთულებათ. ნება მიეცით, შეიმუშავონ სტრატეგიები.

ურთიერთსწავლება

მოსწავლეებმა დაუსვან კითხვები ერთმანეთს ახალი მასალიდან. თუ ერთმა გაიგო, მეორესაც უნდა გაეგო, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, თვითონ კლასელმა აუხსნას მეგობარს გაუგებარი ნაწილი.

პრაქტიკული სიხშირე

გაკვეთილის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ მაინც შეამოწმეთ, გისმენენ თუ არა მოსწავლეები

იყავით მრავალფეროვანი

შემოწმებისთვის ერთი და იგივე ტაქტიკა არ გამოიყენოთ.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: opencolleges.edu.au

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური