GE

რამდენით გაიზარდა სკოლის მასწავლებელთა რაოდენობა – საქსტატი

საქართველოში სისტემაში დასაქმებულ მასწავლებელთა რაოდენობა გაიზარდა – ახალი მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებით, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 981 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4%-ით მეტია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.2%, ხოლო კაცების წილი 12.8%-ია.

2017/2018 და 2018/2019 წლებში მასწავლებელთა რაოდენობა 67 ათასზე მეტი იყო. 2019/2020 სასწავლო წელს სკოლის პედაგოგთა რაოდენობა 64 ათასამდე შემცირდა, 2020/2021 სასწავლო წლებში კი 63 ათასს ჩამოსცდა.

საქსტატის მონაცემებს თუ მოვიშველიებთ, ჩვენი გამოთვლით, წინა წელთან შედარებით, სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა 250-252-ით არის გაზრდილი.

ახალი მონაცემები საქსტატმა 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნა

ასევე იხილეთ:

წინა წელთან შედარებით, მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა, სკოლების კი შემცირდა – ახალი სტატისტიკა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური