GE

რამდენმა მაგისტრანტობის მსურველმა გაასაჩივრა გამოცდის შედეგი – “ნაეკის” პასუხი

„მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა 400-მდე დავალება გაასაჩივრეს“ – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მაგისტრანტობის მსურველთა პრეტენზიები ძირითადად წერითი დავალებების ნაწილს შეეხება.

„არის სამი ტიპის სამაგისტრო გამოცდა. ძირითადად ეს გასაჩივრებები ეხება ღია დავალებებს ანუ წერით დავალებებს, სადაც არგუმენტირებული ესე იყო დასაწერი. დახურულ დავალებებს მანქანა ასწორებს. სულ ორი წერითი დავალება იყო. 14 ათასამდე მაგისტრანტი აბარებდა წელს გამოცდას, 400-მდე დავალებაა გასაჩივრებული, ხოლო რამდენმა მაგისტრანტობის მსურველმა გაასაჩივრა ჯერჯერობით არ ვიცით“, – აღნიშნა მინდაძემ.

მისივე თქმით, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთა აპელაციის შედეგები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტთა დაფინანსების მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური