GE

რას აპროტესტებენ პედაგოგები საბერძნეთში – მასწავლებლების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს

ორშაბათს ათენის ქუჩებში სამი ათასამდე პედაგოგი მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდა. რეგულაციის მიხედვით, სახელმწიფო საჯარო სკოლებში ახალი კადრების შერჩევას იწყებს და შემდეგი სამი წლის განმავლობაში 15 ათას ახალ პედაგოგს დაიქირავებენ. ბერძენი პედაგოგები მიიჩნევენ, რომ სამსახურში აყვანის სისტემა უსამართლოა მათი გამოცდილების მიმართ და დასაქირავებელ პედაგოგთა რიცხვის გაზრდას მოითხოვენ.

გუშინ პედაგოგებს სიტყვით მიმართეს მასწავლებელთა სხვადასხვა გაერთიანებამ და პარლამენტის წინ აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდეს. დაწყებითი სკოლის პედაგოგების კავშირი, რომელიც DOE-ს სახელითაა ცნობილი, მოითხოვს, მისმა წევრებმა სამსახური 24 საათში დატოვონ. ხოლო, საშუალო სკოლის პედაგოგთა გაერთიანებამ ამ დროისთვის სამი საათი გამოყო. უცნობია, ამჯერადაც გადაუხადა თუ არა ვინმემ მათ ამ განცხადებებისთვის, თუმცა ცნობილია, რომ ადრე მსგავსი შემთხვევა მოხდა.

პედაგოგები მუდმივი სამუშაოს მოთხოვნით კვლავ არ ტოვებენ პრემიერ-მინისტრის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას. მათი თქმით, რეფორმის მიხედვით, მასწავლებლები შტატგარეშე თანამშრომლები არიან, რაც გამოცდილ პედაგოგებს უსამართლობად მიაჩნიათ. ისინი დამატებითი მუდმივი პოზიციების შექმნას მოითხოვენ.

დემონსტრანტები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მედიის ინფორმაციით დაშავებულია 1 მოქალაქე, 2 კი დაღუპულია.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური