GE

რას პასუხობენ „ნაეკი“ და განათლების სამინისტრო მაია მიმინოშვილის ორგანიზაციის წერილს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე EDU.ARIS.GE-ს კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის წერილს აუცილებლად გაეცნობა.

საუბარია გამოცდების ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ, მაია მიმინოშვილის ორგანიზაციის წერილზე, რომელიც განათლების სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებს, ასევე განათლების სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ კვლევას აკრიტიკებს. ჩვენ დავინტერესდით, იღებს თუ არა ცენტრის ხელმძღვანელი წერილში მოცემულ კრიტიკას და რა შემხვედრი არგუმენტები შეუძლია დაასახელოს.

“არ ვიცი რა წერილზეა საუბარი და არ გავცნობივარ, შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯერ უნდა დეტალურად გავეცნო თუ რა წერია წერილში”, – უთხრა ჩვენს ჟურნალისტს სოფო გორგოძემ გორში, სადაც ერთ-ერთ სკოლაში აბიტურიენტებს შეხვდა.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს პოზიციას, უწყებაში წერილს იცნობენ, თუმცა განგვიცხადეს, რომ მათი მხრიდან კომენტარი არ გაკეთდება.

რატომ არის სახიფათო განათლების რეფორმის დაწყება გამოცდების გაუქმებით

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური