GE

რატომ უნდა მოვიყვანოთ სკოლის მოსწავლეები თბილისის წიგნის დღეებზე?!

8-11 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. სადაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა საბავშვო წიგნების სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს და მკითხველებს დიდ ფასდაკლებებს შესთავაზებს.

8 ნოემბერს 16:00-დან 17:00 საათამდე მოსწავლის ბიბლიოთეკის სერიაზე აქცია ბედნიერი საათები იმოქმედებს და ყველა წიგნი 40%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება, ფესტივალის სხვა დღეებში კი სრულ სერიაზე 25%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.

ეს საუკეთესო მიზეზია იმისათვის, რომ მშობელთა ჯგუფებმა თუ მასწავლებლებმა წიგნიერების წამახალისებელი ექსკურსია მოაწყონ. სასკოლო ასაკში სწორად შერჩეული წიგნი განსაზღვრავს, ბავშვები რამდენად კარგი მკითხველები იქნებიან მომავალში. ამიტომ მნიშვნელოვანია, ისინი წავახალისოთ, თავად შეარჩიონსასურველი წიგნები. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, 8-11 ნოემბერს ესტუმრეთ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ (მისამართ: ა. წერეთლის #118).

მოსწავლის ბიბლიოთეკა 2016 წლიდან არსებობს და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სერიაა. მასში შესული თითოეული წიგნი დიდი სიფრთხილითაა შერჩეული. ასევე სიფრთხილით აქვს მინიჭებული ასაკობრივი კატეგორიაც, თუმცა, მხოლოდ სარეკომენდაციო დანიშნულებით სერიაში შესული წიგნები ნებისმიერ ასაკში სასიამოვნო წასაკითხია.

მოსწავლის ბიბლიოთეკა კლასიკად აღიარებულ წიგნებს აერთიანებს და საუკეთესო გზამკვლევია მოზარდებისთვის. სერიაში შეგხვდებათ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან: ასტრიდ ლინდგრენი და ანე-კატარინევესტლი; ასევე, საქართველოში ნაკლებ ცნობილი, თუმცა არანაკლებ დასაფასებელი მარია ფარი და მაიკლ ბონდი. აქვე აღმოაჩენთ ყველა დროის საყვარელ ჟიულ ვერნს, რობერტ ლუის სტივენსონსა თუ მარკ ტვენს; შეგხვდებათ ნოდარ დუმბაძე, არჩილ სულაკაური, მიხეილ ჯავახიშვილი,  ვაჟა-ფშაველა… სერიის ბესტსელერების ათეული ამჟამად ასე გამოიყურება:

  1. ანე ფრანკი: ანე ფრანკის დღიური (11-12 წლიდან)
  2. ჯერომ ჯერომი: სამნი ნავში, ძაღლს თუ არ ჩავთვლით (13-14 წლიდან)
  3. ანე-კატარინევესტლი: დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (7-8 წლიდან)
  4. ასტრიდ ლინგრენი: მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა (7-8 წლიდან)
  5. ასტრიდ ლინგრენი: დეტექტივი კალე ბლუმკვისტი (11-12 წლიდან)
  6. როალდ დალი: მატილდა (9-10 წლიდან)
  7. მაიკლ ბონდი: დათვი, სახელად პადინგტონი (9-10 წლიდან)
  8. არჩილ სულაკაური: სალამურას თავგადასავალი (9-10 წლიდან)
  9. ანტუან დე სენტ ეგზიუპერი: პატარა პრინცი (11-12 წლიდან)
  10. ნოდარ დუმბაძე: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (11-12 წლიდან)

მოსწავლის ბიბლიოთეკის სრული ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური