GE

რედაქტირება – თვითორგანიზების პროცესი

ავტორი: დიანა ანფიმიადი

ხშირად გვიკვირს, რომ ჩვენივე ტექსტის კითხვისას ისეთი შეცდომები გვეპარება, სხვის ტექსტში რომ მარტივად აღმოვაჩენდით. გვიკვირს, ეს როგორ დაგვემართა, ეს როგორ ვერ შევამჩნიეთ. ცოტათი პროფესიული თავმოყვარეობა გველახება, ცოტაც კომპლექსი გვიჩნდება და საკუთარ შესაძლებლობებში ვეჭვდებით.

წარმოიდგინეთ, უფროსები რომ ასე ვართ, როგორი რთულია შეცდომების პოვნა, გაანალიზება, გამოსწორება და ამ ყველაფრის რეფლექსია მოსწავლეებისთვის. რატომაა, რომ ხშირად ისინი წერის დროს უშვებენ შეცდომებს, რომელთა შესახებ კარგად იციან, რომ ჰკითხოთ, თავიდან ბოლომდე ჩამოარაკრაკებენ წესებს, თეორიას, დაგიმტკიცებენ რატომაა ეს შეცდომა, მაგრამ წერისას-მაინც ეპარებათ.

რატომაა ასეთი ხშირი მათი წუხილი-აუ, ეს ხომ ვიცოდი, ეს როგორ შემეშალა, ეს რანაირად დამავიწყდა?

როდესაც ყოველ ჯერზე მოსწავლეების თუ სტუდენტების ნაწერების გასწორება მიწევს, მახსენდება ჩემი პირველი პროზაული ტექსტი, რომელიც გაწითლებული, უამრავი შენიშვნითა და კომენტარით დამშვენებული დამიბრუნა იმ გამომცემლობის რედაქტორმა, სადაც წიგნი უნდა გამოსულიყო. ამიტომ არასდროს არავის განვსჯი შეცდომების გამო, უბრალოდ, მათთან ერთად ვცდილობ გამოსავლის პოვნას.

რედაქტირება ყველაზე რთული ეტაპია, მოდი, დავყოთ ეს პროცესი რამდენიმე საფეხურად, მოვამზადოთ ერთგვარი გზამკვლევი, საკითხებად და მოქმედებებად ჩაშლილი პროცესი. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ჩაამატოთ, შესაძლოა ინდივიდუალური მახასიათებლებიც დაუმატოთ, იმის მიხედვით, რა საკითხზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო კონკრეტული მოსწავლის შემთხვევაში.

რედაქტირების გზამკვლევი:

კითხვის გაგრძელება

 

წყარო: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური