GE

რეფორმატორი განათლების სამინისტრო უკვე კანონებსაც არღვევს – კვლევის შედეგი

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა განახორციელა, საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, უწყვეტი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

კვლევის ავტორი ორგანიზაციის უმაღლესი განათლების ექსპერტი (SPHERE, CoE, Erasmus +) და განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძეა.

კვლევის ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციის მიხედვით დგინდება რომ:

• კანონით განსაზღვრულ ვადებში არ არის დამტკიცებული არცერთი სამართლებრივი აქტი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაარღვია „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონები. კერძოდ, დარღვეულია სამართლებრივი აქტების დამტკიცების როგორც სამთვიანი, ასევე ექვსთვიანი ვადები.

• სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესი არ დამტკიცდა კანონით განსაზღვრულ ვადაში. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაირღვა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ კვლევის სრულ ვერსიას და ორგანიზაციის რეკომენდაციებს სამინისტროსთან მიმართებით:

საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება და სახლმწიფოს პოლიტიკა განათლების სფეროში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების ხელშეწყობა


1. არსებული მდგომარეობა/მიმოხილვა

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთის მხრივ, საქართველოსადა მეორეს მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ (შემდგომში – ასოცირებისშეთანხმება), რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის18 ივლისს (“1). ასოცირების შეთანხმების 361-ე მუხლის თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXXII დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად“. ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, ქვეყნისათვის პრიორიტეტულია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების, აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, საერთაშორისო მობილობის ზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობის ადა ხელმისაწვდომობის, ასევე კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობა. ასოცირების შეთანხმების XXXII დანართში მითითებული დოკუმენტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2017 წლის 22 მაისის ევროპარლამენტისა დასაბჭოს რეკომენდაცია მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის „კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე (2017/C 189/03). დოკუმენტში მოცემულია ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სწავლის შედეგზე დაფუძნებული კვალიფიკაციების გამჭვირვალობას, შესადარობასა და აღიარებას ევროპისდონეზე. დოკუმენტის პრინციპია სწავლის შედეგზე დაფუძნებული კვალიფიკაციების სისტემისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა.ასოცირების შეთანხმების მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებები ასახულია საქართველოს მთავრობის 533-ე დადგენილებით დამტკიცებული „განათლებისა და მეცნიერების განვითარების ერთიანი სტრატეგია 2017-2021“-ში (“2).

განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე თავსებადი და გამჭვირვალე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსადა სწავლის სფეროების კლასიფიკატორის არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ქვეყანაშიარსებობდეს საკანონმდებლო ბაზა მოქმედი „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“თვისობრივი მოდიფიცირებისათვის, რაც გულისხმობს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონეების განსაზღვრას და მათ აღწერას სწავლის შედეგების მიხედვით. შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებით ხელი შეეწყობა საერთაშორისო დონეზე თავსებადი და გასაგები კვალიფიკაციების არსებობას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საერთაშორისო მობილობის პროცესს. ასევე ხელს შეუწყობს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებას, მთელი სიცოცხლისმანძილზე სწავლას და შესაბამისად გამორიცხავს სისტემაში საგანმანათლებლო ჩიხების არსებობას. განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო უზრუნველყოფს განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვასა და მისი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირებას.

რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სისტემური ცვლილებების განსახორციელებლად, 2014 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა კვალიფიკაციების ერთიანი ჩარჩოს შესამუშავებლად (“3), რაც ერთიან სტრუქტურაში გააერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას და ერთმანეთთან დააკავშირებს განათლების ქვესისტემებს (ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას)(“4). შესაბამისად, მოხდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დაკავშირება ევროპის ორ მეტა ჩარჩოსთან, ესენია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩო (QF-EHEA (“5)) და კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩო მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისათვის (EQF-LLL(“6)). ერთიანი ჩარჩოს მიზნად განისაზღვრება კვალიფიკაციების კლასიფიცირება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: ა) სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ბ)ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა დაგანვითარება; გ) მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა; დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა; ე) კვალიფიკაციების თავსებადობის, შესადარობისადა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საერთაშორისო დონეზე; ვ) მობილობის ხელშეწყობა; ზ) სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა; თ) არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა; ი) საზოგადოების ინფორმირება არსებული კვალიფიკაციების შესახებ; კ) განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მისი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება. აღსანიშნავია, რომ ჩარჩოს დანიშნულება განიხილება, როგორც სისტემის რეფორმირების ინსტრუმენტი და ქვეყნები იყენებენ მას ინსტიტუციური და სტრუქტურული ცვლილების გასაცნობად.

2.შესწავლის/კვლევის შედეგები

საკითხის შესწავლა განხორციელდა 2019 წლის 1 თებერვლიდან 8 აპრილის პერიოდში. შესწავლის პერიოდი მოიცავდა 2019 წლის 6 იანვრიდან 8 აპრილამდე პერიოდს. შესწავლის ობიექტად განისაზღვრასაქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის ოქტომბერში დამტკიცებულიცვლილებები განათლების ხარისხის განვითარების, უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლებისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში, რომლებიც ეხება ასოცირებისშეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების, აკადემიურ სფეროშისაერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, საერთაშორისო მობილობის ზრდის,განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობისადა ხელმისაწვდომობის, ასევე კვალიფიკაციისა დაკომპეტენციის აღიარებისმიმართულებით პროგრესის ხელშეწყობას. შესწავლის მთავარ მიზანს წარმოადგენდაასოცირების შეთანხმების შესრულების მხარდამჭერი საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების შეფასება.

შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდანგამოთხოვნილი იქნა დეტალური საჯარო ინფორმაცია. მოკვლევის ინტერესს წარმოადგენდა მითითებული კანონებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული სამუშაოები, კანონქვემდებარე აქტების შემუშავება-ინიცირების და დამტკიცების მიმართულებით არსებული ფაქტობრივი სიტუაცია და სხვა.შესწავლილ იქნა საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები და მათი საფუძვლები, ასევე,განხორციელებულისამუშაოები. გამოყენებულ იქნა მმართველობითი უწყებების ვებგვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია.განხორციელდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდის მონიტორინგი.

საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონდებლო ცვლილებების პაკეტის საქართველოს პარლამენტში ინიცირება განხორციელდა 2017 წლის დეკემბერში, რომელიც პარმალენტმა დაამტკიცა და ძალაში შევიდა 2018 წლის 6 ოქტომბერს.  ცვლილებები შევიდა განათლების ხარისხის განვითარების, უმაღლესი განათლების, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში. კანონპროექტისგანმარტებითი ბარათიდან ვკითხულობთ, (“7) რომ “კანონის მიზანს წარმოადგენს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცებისათვის, ასევე მათთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცებისათვის საჭირო საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა”. კანონპროექტის მიზანია ასევე, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული რელევანტური დეფინიციების არსებობა საკანონმდებლო დონეზე, რათა უზრუნველყოფილი ქნეს მნიშვნელოვანი ტერმინების ერთგვაროვანი გაგება, საერთო და მისაღები იყოს მთელი სისტემისათვის (უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების ჭრილში) და ზოგადად საზოგადოებისათვის.

საკანონდებლო ცვლიებების შედეგად:

განისაზღვრა კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებული ტერმინები (მათ შორის, განიმარტა „ფორმალური განათლების“ და „არაფორმალური განათლების“ ცნებები(“8))

გაჩნდა ვალდებულება, რომ დამტკიცდეს ახალი კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი, ასევე განისაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამებისმოქმედ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანის ეტაპები(“9);

გაჩნდა ვალდებულება, რომ დამტკიცდეს კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვისა და განვითარებისა და მისი მონიტორინგის წესი, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესები, ასევე არაფორმალური განათლებისაღიარების პროცედურები და წესი(“10);

გაჩნდა „ასოცირებული ხარისხისა“ და „მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების“ განმარტებები, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „საგნმანათლებლო ჩიხების“ აღმოფხვრაში. აგრეთვე, დადგინდა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების გზები(“11);

ამოქმედდება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე პროგრამების მოცულობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები. კერძოდ, განისაღვრება საგამონაკლისო შემთხვევები, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ შეიმუშაონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. აქვე განისაზღვრა ვალდებულება, რომ შემუშავდეს წესი, რომელიც განსაზღვრავს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს, პროგრამის შემადგენელი კომპონენტებსა და კრედიტების განაწილების პრინციპებს(“12).

საკანონმდებლო ცვლილებები ადგენს კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალს, ინიცირების წესსა და მათი დამტკიცების ვადებს. კანონი განსაზღვრავს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცების ორ ვადას. კერძოდ, კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადა ეხება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცებას, ხოლო დანარჩენი მარეგულირებელი დოკუმენტების დამტკიცებისათვის (7 აქტი) განსაზღვრულია 6 თვიანი ვადა. კანონის მიხედვით განსაზღვრული 3 თვიანი ვადა იწურებოდა 2019 წლის 6 იანვარს, ხოლო 6 თვიანი ვადა – 2019 წლის 6 აპრილს.

კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, აგრეთვე სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდანგამოთხოვნილი იქნა დეტალური საჯარო ინფორმაცია. სამინისტროს ეთხოვა მითითებული კანონებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტების გამოგზავნა; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მითითებული კანონებით გათვალისწინებული ვალდებულებები ინფორმაციის გამოთხოვნის მომენტისათვის არ იყო შესრულებული – შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება თითოეული კანონქვემდებარე აქტის დამტკიცებისათვის განხორციელებული სამუშაოების შესახებ.კერძოდ, მომზადებულია თუ არა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების პროექტები, განხორციელდა თუ არა მათი ინიცირება და რა ვადაშია დაგეგმილი მათი დამტკიცება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ეთხოვა ინფორმაციის მოწოდება კანონის ვალდებულებიდან გამომდინარე, რამდენად უზრუნველყო ცენტრმა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ინიცირება.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად წარმოადგინა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა, ხოლო სამინისტრომ დაარღვია საჯარო იფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებული რეგულაცები და არ უზრუნველყო კანონის ფარგლეში მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება. სამინისტროს 2019 წლის 28 მარტის წერილიდან ირკვევა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული მარეგულირებელი აქტების პროექტები გაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივი დასკვნისათვის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აქტები არ არის დამტკიცებული. ინსტიტუტის წერილით მოთხოვნილ სხვა სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით სამინისტრომ არ მოახდინა რეაგირება და მათთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება. სამინისტროდან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციის, ასევე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდის მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ არც ერთი ნორმატიული დოკუმენტი არ არის დამტკიცებული და შესაბამისად გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, რაც მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების დარღვევაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამინისტრო, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიუხედავად, არ აკეთებს რაიმე განმარტებას იმ გარემოებების შესახებ, თუ რამ გამოიწვია კანონდარღვევები.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საკუთრივ სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულიცენტრის დირექტორის ბრძანებით, კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში (შესაბამისად, 2019 წლის 7 აპრილამდე) უნდა დამტკიცებულიყო სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვისა და განვითარების, ასევე სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის წესი. ცენტრის განმარტებით, ეს კანონქვემდებარე აქტები დამტკიცდება სამინისტროს მიერ „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ დამტკიცების შემდგომ. კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების წინაპირობად ამგვარ დათქმას კანონი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება ცენტრის დირექტორის მიერ უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის 7 აპრილამდე, ხოლო დაუმტკიცებლობა წარმოადგენს კანონის დარღვევას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცების ვადების გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 8 აპრილს, ინსტიტუტის მიერ განხორციელდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდისმონიტორინგი.

კვლევის ფარგლებში მოძიებული ყველა ინფორმაცია თავმოყრილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში(“13):

 

 

 

 

3.პოლიტიკის შედეგები/რეკომენდაციები

წინამდებარე კვლევიდან იკვეთება, რომ ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, 2017 წლის 22 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციის – მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის „კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე (2017/C 189/03) შერულების პროცესი, რაც გულისხმობს განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის, ასევე კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობას, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც აფერხებს ნაკისრი ვადებულებების ჯეროვნად შესრულებას.

მოკვლეული ინფორმაციის მიხედვით დგინდება:

· კანონით განსაზღვრულ ვადებში არ არის დამტკიცებული არცერთი სამართლებრივი აქტი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაარღვია „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონები. კერძოდ, დარღვეულია სამართლებრივი აქტების დამტკიცების როგორც სამთვიანი, ასევე ექვსთვიანი ვადები.

· სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესი არ დამტკიცდა კანონით განსაზღვრულ ვადაში. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაირღვა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

რეკომენდაციები:

1. მნიშვნელოვანია დადგინდეს ის გარემოებები, თუ რამ გამოიწვია სამინისტროს მიერ კანონმდებლობის დარღვევები, რის შესახებაც სამინისტრო რაიმე განმარტებასარ აკეთებს. კანონდარღვევას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ხოლო სამომავლოდ დაიგეგმოს პრევენციული ზომები, რადგან მსგავსმა ქმედებამ სისტემური ხასიათიარ მიიღოს.

2. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ ნორმატიული დოკუმენტების სამინისტროში ინიცირების თარიღიდან გასული ხანგრძლივი პერიოდი მიუთითებს სამინისტროსა და სსიპ-ს შორის არაკორდინირებულ მუშაობაზე, რომელიც აფერხებს მთლიანად სისტემის მუშაობას და კონკრეტულ შემთხვევაში იწვევს კანონდარღვევას. მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სისტემაში შემავალსტრუქტურებთან კოორდინირებული მუშაობა და ანგარიშვალდებულის სისტემის ჩამოყალიბება.

3. მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, კანონის ვადების დარღვევის მოსალოდნელი შედეგები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე.ანალიზზე დაყრდნობით განსასაზღვრია მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრის უმოკლესი გზები.

4. საკანონმდებლო ორგანომ უნდა განახორციელოს ზედამხედველობა მის მიერ მიღებული კანონიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ნაწილში, რაც დაკავშირებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებასთან, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს პროცესებზე დაკვირვება და კანონის აღსრულების მონიტორინგი, ხოლო კანონქვემდებარე აქტების დამტკიცების შემთხვევაში, განხორციელდეს მათი ხარისხობრივი შეფასება, თუ რამდენად პასუხობს მიღებული გადაწყვეტილებები განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

კვლევის სქოლიო:

[1] საქართველოს, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრსახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2014 წ.

[2] განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2017.

[3] დაგეგმილი ცვლილებები. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

[4] ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

[5] Qualifications Frameworks in the EHEA 2007-2009. 

[6] კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩო მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისათვის.

[7] განმარტებითი ბარათი “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2017. 

[8]„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონს“ დაემატა 21 მუხლი – „ტერმინთა განმარტებები“.

[9]„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონს“ დაემატა IV2 თავი – „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“.

[10]„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის“ 243 და 244 მუხლები.

[11]„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ2“ და „ჰ30“, 461 მუხლი.

[12]„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „პ14“ და 46 მუხლის 23 პუნქტი.

[13]დოკუმენტების სტატუსების შესახებ ინფორმაცია ცხრილში მოცემულია, როგორც შესაბამისი უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების მომენტისათვის, ასევე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდის 2019 წლის 8 აპრილის მონიტორინგის შედეგების მიხედვით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური