GE

რესურსი მათემატიკის გაკვეთილისთვის დაწყებითი კლასის მასწავლებლისგან – მათემატიკური რითმა

ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, ქალაქ თბილისის № 186 საჯარო სკოლის (“მეგა”) დაწყებითების უფროსი მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის

წარმოგიდგენთ რესურსს დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებლებისთვის, რომელიც ჩემი მოსწავლეებისთვის შევქმენი:

გამოცანა/ამოცანა
ვიცი გიყვარს ანგარიში,
ამოცანის ტექსტებს არჩევ,
შემდეგ კარგად მოიფიქრებ
სწორ პასუხებს წამსვე ამჩნევ.
მოგწონს გრძელი გამოთვლები,
თავსატეხებს უმალვე ხსნი.
ჰოდა ახლა ყურადღებით,
გამოცანის გუდას პირს ვხსნი:

დედას ჰყავდა ოთხი შვილი:
თიკო, ანა, თეკლა, ნინო.
ყველას მისცა კანფეტები
ჭრელა-ჭრულა, კაპუჩინო.
ზოგი შოკოლადის იყო,
ზოგი კიდევ მარმელადის,
რომ გაიგო რამდენია
რიცხვთა სამყაროში წადი!

არ იფიქრო, შეგაშინე,
ვიცი შენთვის მარტივია.
სიტყვებს სწორად დაუკვირდი
ეს ამბავი ნამდვილია.

თიკოს მისცა შოკოლადის
კანფეტები სამჯერ ოთხი,
თიკომ ვეღარ მოითმინა
და მოაკლო უმალ ორი.

ანას შეხვდა ჭრელა-ჭრულა
კანფეტები ბევრზე-ბევრი
რამდენია? უმალ ჰკითხა
არ დაძაბა გული ღელვით.

დედამ უთხრა: მრავალია,
ზუსტი რიცხვი მეც არ მახსოვს,
ალბათ ხუთჯერ ექვსი არის
ვერ ისვენებს ანი, ანცობს.

დედას გული მოულბა და
საიდუმლოს ანის ანდობს,
რამდენია გინდა გითხრა?
სამჯერ ექვსს რვა მივუმატოთ.

თეკლამ მისი კანფეტები
უმალ გვერდით გადააწყო,
ოთხზე ხუთჯერ სამით მეტი
უნდა იყოს ალბათ აქო.
შემდეგ ჩანთაში ჩააწყო
მეგობრებსაც რომ ვანახო,
ცოტას მათაც შევახვედრებ
გაახსენდა ლიკა, თაკო.

ნინომ ძლიერ მოიწყინა,
ეს რა ცოტა ტკბილი მერგო,
მარმელადის კანფეტები
ერთ მუჭშიც კი ლაღედ ეწყო.
გადათვლაც კი არ უნდოდა
რა ცოტაა დედა ესო,
ათეულს რომ ორს მოაკლებ
და შუაზე გამიყვესო.

ახლა მოდი, მოიფიქრე,
კანფეტები ვის რა ერგო
ყველას ერთად რამდენი
და თოთოეულს, ცალკე ერთსო?

ყურადღებით გამოთვალე,
შენს პასუხებს მინდა ვენდო!

გოგონებმა გადაწყვიტეს,
კანფეტები გადაცვალონ.
ანამ თეკლას ოთხი მისცა,
თიკო ცდილობს გადამალოს.
თეკლამ ათი დაიტოვა.
ცდილობს სწრაფად დაითვალოს,
უნდა თავის დებს გაუყოს
გული ყველას გაუხაროს.
ბევრჯერ სცადა არ გამოსდის,
ცდილობს რომ არ დაიზაროს.
ეს შენ თიკო, ნინოს, ანას,
ყველას აძლევს ერთი-ერთსო.
ვერა და ვერ ანაწილებს
სამივეზე ამ კანფეტსო.
ბოლოს მორჩა, დაასრულა,
გაყო სამად, როგორც იქნა
ცოთა თავისთვისაც დარჩა,
დაიკოებს მისცა სწორად.
რადგან ზუსტი არ გამოდგა
გაყოფა ჩათვალა ჭორად.

ახლა მოდი, გამოთვალე,
ვის რამდენი კანფეტი აქვს,
არ იცოდა თეკლამ ერთი
ის საკითხი-რომელია?
ანამ მისი კანფეტები
უშურველად ხუთზე გაყო,
დაიკოებს უნდა მისცეს
მეგობრებიც გაახაროს.
თიკომ სულ არ დაიტოვა,
რაც კი ჰქონდა ოთხად გაყო,
ლიას, ნატოს, თათას მივცემ
ხომ შეხვდება ნეტავ თამოს?
თეკლამ თანაკლასელები
ყურადღებით გაახარა.
თითოეულს ერთი მისცა
მასწავლებელს დააძალა.
თვითონ დარჩა უკანფეტოდ
გული ცოტა მოუვიდა,
რაღაც სწორად არ გამოდის
რიცხვებს რაღა მოუვიდათ.

აბა, ახლა შენ მითხარი
მოსწავლე იქ რამდენია,
თეკლა დღესაც ამას ჯავრობს
სათვალავი ამერია.

ნინო ჩუმად ზის და ფიქრობს
რა ქნას, როგორ მოიქცესო,
გადამალოს კანფეტები
დაურიგოს იქვე დებსო,
თუ მეგობრებს უწილადოს
უმაგათოდ ხომ ვერ ძლებსო.
დიდი ფიქრი არ დასჭირდა,
რას ვჭოჭმანობ მე ამდენსო,
მეგობრები გაახარა,
დედა მომცემს კიდევ ბევრსო.

იმედია, არ დაგღალეთ…
ტვინს ვიჭყლეტდი ასე ერთ დროს,
განა მორჩა ისტორია?
გაგრძელებას მივწერ სხვებსო.

ავტორის სხვა სტატიები:

„ეს სახალისო აქტივობები მათემატიკის გაკვეთილისთვის ახლა, ონლაინ სწავლების დროს შევქმენი“ – მასწავლებელი თბილისიდან

რის ფასად მიიღწევა დღეს მასწავლებლობა – პედაგოგის წერილი მშობლებს

როგორია და როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო პროცესში და სკოლის მიღმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური