GE

რიგგარეშე მობილობა ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის

2019 წლის 4 მარტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. ხოლო აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 2019 წლის 5 მარტიდან 5 (ხუთი) წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა დაიწყება მიმდინარე წლის 22 მარტს.

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. (იხ. ბრძანება N191/ი)

ცენტრის ვებ-გვერდზე 22 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.

სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები – 2019 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიბრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 22 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, ან დაუკავშირდეთ მათ ცხელ ხაზზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური