რიგგარეშე მობილობისთვის ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს – გამოქვეყნდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო პროგრამაზე სტატუსშეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტებისთვის გამოცხადებული რიგგარეშე მობილობის ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი.
სტუდენტებმა მობილობით სარგებლობისთვის, სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განცხადებით უნდა მიმართონ და პირადი საქმის ასლები წარუდგინონ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადად მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს ასახელებს.
„მნიშვნელოვანია სტუდენტმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას რომელიც შესაძლოა იყოს 7 დეკემბერზე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება”, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
იხილეთ რიგგარეშე მობილობაზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი.
ამავე თემაზე:
ქუთაისისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა
-
2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები განისაზღვრა – ინსტრუქცია by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთათვის by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
მოსწავლის სემესტრული შეფასების კორექტირება საგნებში, რომელიც ჩათვლით ფასდება – ინსტრუქცია by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა