GE

რისკჯგუფში მყოფ 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს აცრა დღესაც შეუძლიათ

პედიატრისა და ტექნიკური იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრის, თემურ მიქელაძის რეკომენდაციაა, რომ რისკ-ჯგუფის მოზარდებში ვაქცინაცია დაიწყოს და ამის გამოცდილება საქართველოში უკვე არსებობს:

„ჩემი მიმართვით რამდენიმე ბავშვი აიცრა საქართველოში, ეს იყო ერთეული შემთხვევები, ეს იყო განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებები. ამ ბავშვებისთვის აუცილებელი იყო ვაქცინაცია, მათ გართულების და რეაქციის გარეშე, ნორმალურად გადაიტანეს. პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენ გავაკეთეთ პირველად, დაახლოებით ერთი თვის წინ, 12 წლის ზემოთ ბავშვებში ვაქცინაცია. კონკრეტულად, ჩემი სამი პაციენტის (ორი 12 და ერთი 15 წლის). ერთ-ერთ მათგანი დაინფიცირდა ვირუსით და გადაიტანა მსუბუქი ფორმით. შესაბამისად, გავიდა 1 თვე და მეორე დოზასაც დავამატებთ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით რისკ-ჯგუფის ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია“, – აცხადებს მიქელაძე და რისკ-ჯგუფის ბავშვების ვაქცინაციის პროცედურასაც განმარტავს:

„მშობლების ინფორმირებული თანხმობით იცრებიან. ვისაც აქვს სურვილი, ნებისმიერ მშობელს დღესვე შეუძლია მიმართოს თავის ოჯახის ექიმს, ოჯახის ექიმები სპეციალურ ფორმას ავსებენ, რაც იგზავნება ჯანდაცვის სამინისტროში, მყისიერად ხდება ამაზე რეაგირება, მეორე და მესამე დღესვე ეს ბავშვები აიცრებიან, როგორც ეს კონკრეტულ შემთხვევებში მოხდა. მაგრამ უნდა იყოს მშობლის ნება, ოჯახის ექიმმაც აუცილებლად უნდა დაარწმუნოს, რომ ბავშვს აუცილებლად სჭირდება ვაქცინაცია, იმიტომ რომ მას აქვს ისეთი ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც მომაკვდინებელი შეიძლება იყოს. ერთი ასეთი შემთხვევა სამწუხაროდ უკვე გვქონდა, ამ კონკრეტულ ჯგუფში, 12-დან 15 წლამდე“, აღნიშნა მიქელაძემ.

პედიატრის განცხადებით, სრულიად ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაცია აუცილებელი არ არის.

„ბავშვებს, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, მე რამოდენიმე ათასი პაციენტი გავატარე, აქედან თითზე ჩამოსათვლელი იყო პოსპიტალიზაციის შემთხვევა, მათ რაიმე განსაკუთრებული, მძიმედ მიმდინარეობა კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის პერიოდში არ ჰქონიათ. ამიტომ რისკ-ჯგუფის არამქონე ბავშვებში (აცრა) არ არის აუცილებელი, სჯობს ის ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომლებისთვისაც კორონავირუსის ინფექცია შეიძლება ლეტალობით დასრულდეს“, – განაცხადა მიქელაძემ.

როგორც მიქელაძემ დასძინა, 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე გადაწყვეტილება უმოკლეს დროში იქნება მიღებული და ზოგადად, დაიშვება ამ ასაკობრივ ჯგუფზე ვაქცინაცია საქართველოში.

ამავე თემაზე:

14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, 19 წლამდე ახალგაზრდებში კი 20%-იანი მაჩვენებელია – ამირან გამყრელიძე

„12 წლის ზემოთ გამოყენების ავტორიზაცია ჩინეთში სინოფარმის ვაქცინამ მიიღო, ჩვენ ველოდებით ჯანმოს რეკომენდაციას“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური