GE

როცა მოზარდი კომპიუტერს ან ტელეფონს არ შორდება – შემეცნებითი აპლიკაციები 1-10–წლამდე პატარებისთვის

კომპიუტერული ტექნიკის პოპულარობას ბევრი უარყოფითად აფასებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პლანშეტებისა და მობილურების გამოყენება ცოდინის მიღების მიზნითაც შეგვიძლია. ქვემოთ მოცემული აპლიკაცები 1-10 წლის ბავშვებზეა გათვლილი და მათ ზოგადი ცოდნის ამაღლებაში დაეხმარება. გამოსავალი, როცა მოზარდს კომპიუტერს და მობილურ ტელეფონს ვერ აშორებთ:

1. writing wizard

თუ თქვენი შვილი ინგლისურად წერას ახლა იწყებს, ეს აპლიკაცია თითოეული ასოს მოხაზვის სწავლაში დაეხმარება.

2. AniWorld Lite

თამაში, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა ცხოველების სახელების დამახსოვრებაა შესაძლებელი, 1-5 წლის ბავშვებზეა გათვლილი. თავდაპირველად ეკრანზე გამოსახული ცხოველი თვითონ ამბობს თავის სახელს, ეს ქართველ ბავშვებს ცხოველების ინგლისური სახელწოდებების სწავლის საშუალებასაც აძლევს.

3. Homework

პროგრამის ფუნქიცა გართობა სულაც არ გახლავთ, ის სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი და დავალებების, გეგმებისა თუ გამოცდების თარიღების ჩანიშვნისთვის გამოადგებათ.

4. 0-10 Numbers

პატარებს პროგრამის მეშვეობით ინგლისურად დათვლის სწავლა შეუძლიათ.

5. Kids numbers and Math

ბავშვებს აპლიკაცია 1-20-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლებაში „ავარჯიშებს“ და მათემატიკის საფუძვლებს მხიარული გზებით „ასწავლის“.

6. Fish school

ინგლისური ასოები, ციფრები, ფერები – ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი პროგრამა იტევს.

აპლიკაციები მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი წერის გასავითარებლად

მობილური აპლიკაციები მათემატიკური უნარების გასაუმჯობესებლად

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: techradar

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური