GE

როდის და როგორ შეძლებენ 2019 წლის აბიტურიენტები აპელაციის შედეგების გაგებას?

2019 ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ყველა საგანში აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია. თუმცა ამ დრომდე მათი ღელვის საგანს არაერთი საკითხი წარმოადგენს – აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სტატისტიკური ანალიზების ცოდნა, ე.წ. უფასო ფაკულტეტების სია და ა.შ.

EDU.ARIS.GE-ს არაერთი კითხვა შემოდის აპელაციის შედეგების გარკვევასთან დაკავშირებით. აბიტურიენტებს აინტერესებთ, როდის, სად და როგორ შეუძლიათ აპელაციის შედეგების ნახვა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე კახა ჯამბურია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, სააპელაციო განაცხადების განხილვა მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება. შესაბამისად, ამის შემდგომ გახდება ცნობილი გასაჩივრების შემდეგ მოემატათ, დააკლდათ თუ უცვლელი დარჩათ პირველადი ქულა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეძლებენ აპლიკანტები აპელაციის შედეგების ნახვას, გამოცდების ცენტრში გვითხრეს, რომ მონაცემები მათ პირად გვერდზე აისახება იმ ნაწილში სადაც საგნის პირველადი შეფასება წერია.

პირველადი შედეგებისგან გასხვავებით, აბიტურიენტები აპელაციის შედეგების გარკვევას SMS-ის საშუალებით ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს, რომელმაც 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 13 აგვისტოს 18:00-საათამდე გააუქმა სააპელაციო განაცხადი, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება აპლიკანტის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური