GE

როდის და როგორ უნდა ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი – გამოცდები 2019

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2019 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებს, მასწავლებლებს და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს 20 ივნისის შემდეგ შეეძლებათ.

პ რ ო ც ე დ უ რ ა

ამისათვის, ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, ვებგვერდზე online.naec.ge შესვლის შემდეგ, პირად გვერდზე (სადაც ირჩევთ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობთ შედეგებს) უნდა გამოიყენოთ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.  ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4). საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

რაც შეეხება სექტორსა და მაგიდის ნომერს, მას საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი საგამოცდო ცენტრში მისვლის შემდეგ დაგიდგენთ.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური