GE

როდის გამოქვეყნდება 2018 წლის აბიტურიენტთა ცნობარი და როდის დაიწყება რეგისტრაცია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი EDU.ARIS.GE-სთან აბიტურიენტების ცნობარის გამოქვეყნების თარიღსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადების ვადებზე საუბრობს.

როგორც მიმინოშვილი აღნიშნავს, ცნობარი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, ხოლო რეგისტრაცია თებერვლის ბოლოს, მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება.

„ცნობარი აბიტურიენტებისთვის, მალე მზად იქნება. ახლა შინაარსობრივ ნაწილზე ვმუშაობთ და პროცესი ფაქტობრივად უკვე ბოლოსკენ მიდის.

„რაც შეეხება რეგისტრაციას, ცხადია, ჯერ ცნობარი დაიბეჭდება და რეგისტრაციას მერე დავიწყებთ, ვინაიდან ამ პერიოდამდე აბიტურიენტები უკვე ინფორმირებულნი უნდა იყვნენ.

„ვფიქრობთ, რომ აბიტურიენტების რეგისტრაციას უკვე თებერვლის ბოლოსკენ ან მარტის პირველ რიცხვებში დავიწყებთ“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

ამავე თემაზე:

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

კიდევ ერთი ცვლილება – არჩევით საგანს 2018 წლის აბიტურიენტები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ

2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

რა უნდა გაითვალისწინონ 2018 წლის აბიტურიენტებმა არგუმენტირებული ესეს დაწერისას – დეტალები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური