GE

როდის გამოქვეყნდება 2021 წლის მაგისტრობის მსურველთა გამოცდის შედეგები – „ნაეკის“ პასუხი

2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება – აღნიშნული ვადები EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე დღეს, 23 აგვისტოს დაუსახელეს.

„აუცილებლად ამ კვირაში იქნება, უახლოეს დღეებში, შესაძლებელია ამ ორ-სამ დღეში დაიდოს, აპლიკანტები ყურადღებით უნდა იყვნენ“, – გვითხრეს საგამოცდო ცენტრის ცხელ ხაზზე.

იხილეთ 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

ცნობისთვის, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხურიდან სამაგისტროზე გადასვლის სურვილი ჯამში 12 800-ზე მეტ აპლიკანტმა გამოთქვა.

ასევე იხილეთ:

„არ ვიცი რა იმედი უნდა გვქონდეს, როცა სამგზავრო ბარათის გამო ვხდებით მაგისტრატურის სტუდენტები“

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური