GE

როდის გამოქვეყნდება გრანტირებულ მაგისტრანტთა სია და როგორია გრანტის გაცემის პრინციპი სამაგისტრო პროგრამებზე

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. მაგისტრობის მსურველებს საკუთარი ქულის გასაჩივრებისთვის 5-დღიანი ვადა აქვთ. 

EDU.ARIS.GE-ს ამ დრომდე არაერთი კითხვა შემოუვიდა გრანტირებულ მაგისტრანტთა სიის გამოქვეყნების ვადების შესახებ. აპლიკანტების ინტერესის საგანს გრანტის გაცემის პრინციპიც წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, იხილეთ  საერთო სამაგისტრო გამოცდაზე საგრანტო ქულის დაანგარიშების წესი და გრანტის გაცემის პრინციპი.

საგრანტო ქულის დაანგარიშების წესი:

გრანტის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კონკურსი. მაგისტრანტობის მსურველის საგრანტო ქულა წარმოადგენს მის მიერ ტესტის ოთხივე ნაწილში მიღებულ ნორმირებულ ქულათა ჯამს, გამრავლებულს გარკვეულ, ფიქსირებულ, მთელ დადებით რიცხვზე.

იხილეთ გრანტის გაცემის პრინციპი საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით

რაც შეეხება მაგისტრანტთა რანჟირებულ სიას, როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრში გვითხრეს, იმ მაგისტრების სია, რომლებმაც გრანტი მოიპოვეს, ნოემბრის თვეში გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, სამაგისტრო პროგრამებზე გაიცემა მხოლოდ 100%-იანი გრანტი, რომლითაც სწავლის ორივე წელი დაგიფინანსდებათ 2250 ლარის ოდენობით. 2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა კი განისაზღვრა 2 250 000 ლარით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური