GE

როდის გამოქვეყნდება სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა სია

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა სია, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, დაფინანსებულ სტუდენტთა სიაზე ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს და დაახლოებით 20-25 დეკემბერისთვის გამოქვეყნდება. მათივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლები დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციას სამინისტროსგან მიიღებენ.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სოციალური გრანტისთვის ჯამში 2.5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე აღნიშნული თანხა კი ასე გადანაწილდა:

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყოფა 2 520 მლნ ლარი ბაკალავრიატის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ თანხიდან, 1 920 მლნ ლარი გამოიყოფა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ხოლო 600 ათასი ლარი კი 2015 და 2016 წლებში ჩარიცხულ სტუდენტებზე.
  • 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 205 ათასი ლარი.

ვინ მიიღებს გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური