როგორ ამოვბეჭდოთ 2022 წლის საგამოცდო ბარათი – ვიდეო ინსტრუქცია

დღეს, 21 ივნისს, 2022 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის შესაძლებლობა უკვე მიეცათ ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელებს.
მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისის 10:00 საათიდან შეძლებენ.
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 2022 წლის გამოცდების ყველა მონაწილისთვის იწყება – ინსტრუქცია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 21 ივნისს გამოაქვეყნა საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ვიდეო ინსტრუქცია:
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 აბიტურიენტებისთვის 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. 2022 წლის გამოცდებისათვის სულ რეგისტრირებულია 90 000-მდე გამოსაცდელი.
ასევე იხილეთ:
2022 წლის გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები ცნობილია
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„არ ენდოთ მათემატიკის ტესტში მოცემულ ნახაზს, ამოცანა დაანაწევრეთ, ამოიწერეთ ალგორითმი“ – სპეციალისტის რეკომენდაციები აბიტურიენტებს by ARIS.GE-განათლება
-
ნუ აურევთ დავალებების ნომრებს – „ნაეკის“ რჩევები აზერბაიჯანული და სომხური ენების პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გამსვლელებს by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
„აზრზე არ არიან რას აკეთებენ“ – დეპუტატი სკოლებისა და ბაღების ავტორიზაციაზე და კომიტეტის თავმჯდომარის პასუხი by ARIS.GE-განათლება