GE

„როგორ არ შევაძულოთ ბავშვებს სწავლა“ – მიმართვა პედაგოგებს და სისტემის ხელმძღვანელებს!

ავტორი: ნინო მახარაშვილი ბუხრიკიძე

ტრენერ-კონსულტანტი და ექსპერტი

„არ მინდა ბავშვებს შესძულდეთ სწავლა!!!!“

1. დაწყებითი კლასის (-6) მოსწავლეს ნუ მისცემთ ბევრ დავალებას!!! ყველა საგანში ჯამში მის შესრულებაში იმდენი დრო სჭირდებათ რასაც ლამის სკოლაში ატარებენ! თუ მისცემთ ისეთი იყოს შემოქმედებითი, საინტერესო, ძიებითი, სააზროვნო და სახალისო… ამ ასაკში ცხოვრების წარმმართველი ისევ თამაშია და არა სწავლა… თამაშის დრო დაუტოვოთ ბავშვებს…

2. სახელმძღვანელოებში შევიდეს მოსწავლის ასაკისათვის შესაბამისი( მისაწვდომი, გასაგები) მასალა და არა ავტორის მეცნიერული ლოგიკით გაჯერებული !!! თუ ავტორმა არ იცის ბავშვის განვითარების ფსიქოლოგია და განვითარების ეტაპისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, მაშინ ტექსტებს დაედოს რა ასაკისათვის არის განსაზღვრული და ისე შეირჩეს სახელმძღვანელოსთვის!!!

3. ნუ მივცემთ ყოველ გაკვეთილზე ახალ ახალ ცოდნას, ბავშვები ვერ ასწრებენ ამ ცოდნაში საფუძვლიან გარკვევას, სიღრმისეულად და პრაქტიკულად ვასწავლოთ ჯერ ერთი საკითხი, დავანახოთ მისი ცხოვრებისეული, პრაქტიკული მნიშვნელობა და მერე მეორე!

4. ეროვნული სასწავლო გეგმა გითითებს რა საკითხები უნდა ასწავლო საგანში, ის არის შენთვის მოსასწრები რომ ყველა გაიარო და არა, რომელიღაცა ავტორმა სახელმძღვანელოში პირობითად 80 ტექსტი ჩაგიდო და მისი მოსწრება გაიხადო მიზნად!!! სახელმძღვანელო ერთ-ერთი რესურსია უბრალოდ და არა მისი მოსწრება მიზანი. სჯობს მოსწავლე რამდენიმეს სცნობდეს საფუძვლიანად და სიღმისეულად, ვიდრე მეტს და აღარ ახსოვდეს თითოეულში ვინ იყვნენ პერსონაჟები და ზოგადად რა შინაარსის იყო, თუნდაც რომ ჰკითხო მეორე წელს, (განა მეტი ნაწარმოებების სწავლის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ ვერ ასწრებს ნაწარმოების ერთ და ორ გაკვეთილზე სიღრმისეულ სწავლას….)

5. ნუ ვასწავლით მუსიკას მოსმენის და ინსტრუმენტის გარეშე, სკოლა უნდა ირჩევდეს როგორ მუსიკალურ ინსტრუმენტზე მისცემს მოსწავლეს ცოდნას. სკოლამ უნდა ჩამოუყალიბოს მუსიკალური გემოვნება მოსწავლეს… მუსიკა ხშირად დღეს მხოლოდ თეორიაა, ანუ წიგნის დაზეპირება, ყოველგვარი აუდიო და ვიზუალური საშუალებების გარეშე!.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური