GE

როგორ დაიბრუნებენ გამოცდაში მონაწილეობის საფასურს საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები – ინსტრუქცია

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის განისაზღვრა წესი თუ რა შემთხვევაში დაუბრუნდებათ მათ უკან გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

საფასური სრულად დაუბრუნდებათ მათ თუ:

  • პირი რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე;
  • რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება;
  • არ გამოცხადდა გამოცდაზე.

თანხის დაბრუნების თაობაზე სტუდენტებმა უნდა მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით 2021 წლის 15 თებერვლის 10:00 საათიდან 16 მარტის 18:00 საათამდე.

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:

  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, 22 სიმბოლოსგან შემდგარი ანგარიშის ნომერი და ანგარიშის მფლობელის გვარი და სახელი);
  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.

შესავსები განაცხადის ფორმა

განცხადება უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განცხადება უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, ხელმოწერილი და დასკანერებული.

განცხადებაში უნდა იყოს აღნიშნული:

  • იმ ადმინისტრაციული ორგანოს ან პირის დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
  • განმცხადებლის ვინაობა, პირადი ნომერი, მისამართი (სასურველია – ტელეფონის ნომერი);
    მოთხოვნა;
  • განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური