GE

როგორ დაიბრუნებთ 2021 წლის მასწავლებელთა გამოცდების აპელაციისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილ თანხას – განაცხადების მიღება იწყება

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდების აპელაციისთვის შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადები 17 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 16 სექტემბერს ავრცელებს.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, გადახდილი საფასურის დაბრუნება შესაძლებელია, ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ანგარიშიდან თანხა უკან სამ შემთხვევაში ბრუნდება: თუ აპლიკანტს აპელაციის შედეგად შეეცვალა შეფასება, განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადა და სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინა საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვა ნაშრომის გასაჩივრებაზე.

თანხა აპლიკანტის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება, განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

ასევე იხილეთ:

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების შედეგების და კრედიტების შესაბამისობის ცხრილი გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური