GE

როგორ დავაინტერესოთ ბავშვი მეცნიერებით

რჩევები მშობლებს ნეიროფიზიოლოგ ალექსეი ბოლდიროვისაგან

მეცნიერებით დავინტერესდი ჯერ კიდევ ბავშვობაში. მე ყოველთვის მაინტერესებდა პატარა არსებები, განსაკუთრებით მწერები. ბუნებრივია, ამისათვის საჭირო იყო სახლში ჯდომა. მშობლებს მივყავდი აგარაკზე. იქ მრავალი საინტერესო არსება მხვდებოდა. ამასთან, სახლში ბევრი საინტერესო სამეცნიერო-ლიტერატურული წიგნი იყო.

თანამედროვე ბავშვებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ. ინტერნეტში მრავლად არის სამეცნიერო მასალა, არხები YouTube-ზე. სამწუხაროდ, მეცნიერ-მუშაკების უფროსი თაობა მიდის, ბევრი საზღვარგარეთაა. მეცნიერები ცდილობენ მეტად დაუახლოვდნენ ხალხს, აღზარდონ ახალი თაობა. ამისათვის იმართება პოპულარული სამეცნიერო აქციები „მეცნიერების დღეები“, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება.

ყველაზე მთავარია, არ მოვკლათ სურვილი

ყველაზე მთავარი რჩევა პატარა მეცნიერების მშობლებისთვის – არ ჩაუხშონ თავიანთ შვილებს მეცნიერებით გატაცების სურვილი. ყოველი ბავშვი დაინტერესებულია მსოფლიოთი, ყველას სურს რამე ახალი იხილოს და გაიგოს. ხშირად ეს სრულდება ფრაზით: „ეს საჭირო არაა, რადგან მომავალში ფულს არ მოგიტანს“. და ბავშვებს უშვებენ „სერიოზული საქმის“ შესასრულებლად. მაგრამ ასე,ადამიანი ხდება უბედური.

მშობლებმა უნდა განავითარონ შვილების მისწრაფებები. ერთხელ ჩემთან მოვიდნენ მშობლები 6 წლის ბავშვით და მკითხეს: „გვირჩიეთ, რა გავაკეთოთ?“ პატარამ შეხედა ჩემი მწერების ყუთს და ჩამოთვალა სათითაოდ ყველას ლათინური დასახელება. ბავშვმა თავად, დამოუკიდებლად იმეცადინა. სწორედ ასეთ შემთხვევაშია საჭირო მხარდაჭერა, სპეციალისტების მოძიება. ახლა ნამდვილად არის ამის შესაძლებლობა.

ფესტივალები და შესაძლებლობები

ახლა, შესაძლებლობა ძალიან ბევრია, მთავარია ჩაერთო და არ გამოგრჩეს ისინი. მაგალითად, „მეცნიერების დღეები“. ყოველ წელს, უკვე სამი წლის განმავლობაში, 10 ნოემბრისკენ იმართება მსოფლიო სამეცნიერო დღე. ახალგაზრდა მეცნიერები, უნივერსიტეტის პედაგოგები და მოხალისეები ატარებენ ამ აქციას. იხსნება სამეცნიერო დაწესებულებების კარი, გამოაქვთ ხელსაწყოები, აჩვენებენ ექსპერიმენტებს. მაგალითად, ჩვენთან ფიზიოლოგიის უნივერსიტეტში ბავშვებს ძალიან უყვართ ტვინის გაჭრა. იდგმება სპეციალური აპარატი და ძალიან ძალიან თხლად იჭრება ტვინი, რომელსაც შემდეგ ვიყენებთ კვლევებისთვის. ამ აქციის ფარგლებში ტარდება ლექციები, რომლებიც ყველასთვის გასაგებ ენაზეა და მარტივი აღსაქმელია.

მსოფლიო აქვეყნებს მეცნიერებას. რა არის განსაკუთრებული მასში? მეცნიერება – ცოდნაა. ჩვენ ვიღებთ ყველაზე ობიექტურ ცოდნას მსოფლიოში.

ქიმია პირველი კლასიდან?

როგორ ავუხსნათ ბავშვს მათემატიკა ლეგოს მეშვეობით

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

წყარო: womo.com.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური