GE

მოსწავლის სემესტრული შეფასების კორექტირება საგნებში, რომელიც ჩათვლით ფასდება – ინსტრუქცია

როგორ უნდა განხორციელდეს სემესტრული შეფასების კორექტირება ისეთ საგნებში, რომელიც სემესტრის ბოლოს ფასდება ჩათვლით – ამ საკითხის შესახებ გამოაქვეყნა სპეციალური განმარტება და ინსტრუქცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 20 ივნისს მასწავლებლებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს სურს მოსწავლის სემესტრული შეფასების შეცვლა:

„I სემესტრის შეფასების კორექტირება შესაძლებელია მოთხოვნების გვერდიდან (იხილეთ ინსტრუქცია-სემესტრული შეფასების კორექტირება).

იმისათვის, რომ მასწავლებლებმა შეძლონ მოსწავლეების მეორე სემესტრის სემესტრული შეფასების კორექტირება ისეთ საგნებში, რომლებიც ფასდება ჩათვლით, საჭიროა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (eSchool) – ში მოხდეს სემესტრის დახურვა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოსწავლეების სემესტრული შეფასების კორექტირება “მოთხოვნების” ფუნქციონალის გამოყენებით“, – წერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებისთვის და ინსტრუქციას აქვეყნებს.

I სემესტრის ჩათვლის კორექტირება

EMIS განმარტავს იმასაც, რომ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (eSchool) -ში, ტექნიკურად, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასრულების შესახებ ინფორმაცია ყველა სკოლის წარმომადგენელს ეცნობება.

მართვის სისტემა ასევე განმარტავს: “გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო არ იყო გასულ სასწავლო წლებში, მოსწავლეების საფეხურის გამოთვლა ხდება მხოლოდ იმ საგნების საშუალო არითმეტიკულით, რომელიც ასახულია სისტემაში. იმისათვის, რომ მოსწავლეების საფეხურის ქულის გამოანგარიშება მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, საჭიროა თითოეული მოსწავლის საფეხურის ქულის კორექტირება. საფეხურის ქულის კორექტირება სავალდებულოა ყველა მოსწავლის შემთხვევაში, ვინც დაასრულა საბაზო ან საშუალო საფეხური, მათ შორის დონედაძლეული მოსწავლეებისთვის.

საფეხურის შეფასების კორექტირების დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართის სახით.

ასევე იხილეთ:

„დაკავშირებულია ფინანსებთან“ – მეორე უცხო ენის არჩევა სკოლების ნაწილისთვის პრობლემურია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური