GE

როგორ დავასრულოთ სემესტრი წარმატებით და შევინარჩუნოთ მოტივაცია არდადეგებამდე – რჩევები მოსწავლეებსა და სტუდენტებს

სემესტრის კარგად დასრულება ახალი წლის კარგი დასაწყისია, თუმცა მოახლოებული არდადეგები გვადუნებს და გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვფიქრობთ, რომ უკვე  დასვენების დროა. სინამდვილეში კი სწორედ ახლაა გადამწყვეტი მომენტი და ახლა უნდა გამოიჩინოთ მოტივაცია. ამისათვის, პირველ რიგში საკუთარ თავზე ფსიქოლოგიურად უნდა იმუშაოთ და მეცადინეობის გეგმა შექმნათ.

მართე საკუთარი ემოციები

საკუთარი თავის ფსიქოლოგიურად მობილიზებისთვის შემდეგი ფრაზების ხშირად განმეორება დაგეხმარებათ:

თუ მე ახლა კარგად ვისწავლი, არ მექნება სადარდებელი, როცა გასართობად წავალ

თუ მე მინდა, რომ ეს მოსაწყენი საქმე უკან მოვიტოვო და ვაკეთო ის რისგანაც სიამოვნებას მივიღებ, მომიწევს ახლა ბევრი ვიმუშაო.

დაძაბულობისა და სტრესისიგან გასათავისუფლებად უნდა იპოვოთ მიზეზები და ჩამოწეროთ ისინი. ეს დაგეხმარებათ მუშაობის დროს თავი დაააღწიოთ სტრესზე ფიქრს და სწავლაზე ბოლომდე იყოთ კონცენტრირებულნი.

შეიმუშავეთ სწავლის საკუთარი ტაქტიკა

გადახედეთ სასწავლ მასალას, განსაზღვრეთ რა დროში შეძლებთ ყველაფრის ათვისებას. აქედანვე განსაზღვრეთ, ხომ არ შეგექმნებათ რაიმე დაბრკოლება მეცადინეობის დროს. საგამოცდო მასალა სრულყოფილად გაქვთ? რაიმე გაუგებარი ხომ არ არის, რაშიც სხვისი დახმარება დაგჭირდებათ. არ მოერიდოთ კითხვების დასმას კურსელებისა თუ ლექტორებისთვის.

თუ დაგეგმავთ დროის გარკვეულ პერიოდს, თქვენი მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება. ყველაფერი ამოწერეთ ხელით და არ იმუშაოთ კომპიუტერთან. ამ გზით მასალა უფრო კარგად დაგამახსოვრდებათ. ასევე გამოიყენეთ ფერადი სანიშნეები და ფლომასტერები.

შექმენით დღის გეგმა

განსაზღვრეთ, რა უნდა „ჩააბაროთ“ საკუთარ თავს დღის ბოლოს. მათ ვინც კონკურენტუნარიანია, გაუჩნდება საკუთარ თავთან გაჯიბრების სურვილი და დღიური ნორმის გადაჭარბებას განიზრახავს.

ასევე, უმჯობესი იქნება, თუ წინა დღეს ნასწავლს ყოველ დღე გაიმეორებთ.

იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე

ეცადეთ, სწავლის პროცესი დიდხანს არ გაწელოთ. დაუთმეთ დაძინებამდე 1 საათი მეცადინეობას. არც ღამეების თემებამდე მიიყვანოთ საქმე. უძილობა ცუდად მოქმედებს ფსიქიკაზე, რაც გონებაზეც აისახება.

გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო პერიოდი არ ნიშნავს, სახლში გამოკეტვას და წიგნებიდან თავაუღებლად მეცადინეობას. მოუწყვეთ საკუთარ თავს სასიამოვნო შესვენებები, მიირთვით საყვარელი საჭმელი,  შეხვდით ან მისწერეთ მეგობრებს  ისეირნეთ, ესაუბრეთ ყველაფერზე და ეცადეთ ამ პერიოდში არ იფიქროთ მოახლოებული გამოცდების სირთულეებზე და გახსოვდეთ, რომ არ უნდა დაკარგოთ მოტივაცია, როცა დასასრულთან და ბედნიერ ახალ წელთან ასე ახლოს ხართ!

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: psychologytoday

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური