GE

როგორ დავბრუნდეთ სასკოლო გარემოში ზედმეტი შფოთვისა და სტრესის გარეშე

4 ოქტომბრიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლა სამუშაო სივრცეებში განახლდა. 2 თვიანი არდადეგებისა და დისტანციური სწავლების შემდგომ სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, ყველას თანაბრად მოუწევს, რის გამოც განსაკუთრებული ვნებაღელვაა.

EDU.ARIS.GE გაგაცნობთ ამერიკის პედიატრთა ინსტიტუტის წევრის, დოქტორ კაილი მონკის რეკომენდაციებს როგორც მასწავლებლებისა და მაღალკლასელი მოსწავლეების, ისე დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის და გეტყვით როგორ დაუბრუდეთ სასკოლო ცხოვრებას ზედმეტი სტრესისა და შფოთვის გარეშე.

„უამრავი შერეული გრძნობაა მშობლებსა და ბავშვებს შორის სკოლაში დაბრუნების შესახებ, რადგან ყველა თანხმდება, რომ სკოლა მართლაც მნიშვნელოვანი სივრცეა, მათი შვილების განვითარებისთვის’’, – ამბობს მონკი.

როგორ უნდა შეუწყოთ ხელი თქვენი და თქვენი შვილების სკოლაში დაბრუნების პროცესს, რა გზით გაუმკლავდეთ საკუთარ შიშებსა და შფოთვებს წარმატებული სოციალიზაციის უზრუნველსაყოფად?

ამ კითხვებს მონკი ხუთი რეკომენდაციით პასუხობს:

1. კარგად მოემზადეთ ფაქტების ცოდნისთვის და გქონდეთ პასუხი კითხვაზე ,,რას უნდა ველოდო?“
იყავით ინფორმირებული მიმდინარე პანდემიის დროს სკოლაში დაბრუნების რეალური რისკების და სარგებლის შესახებ. გაეცანით რეკომენდაციებსა და მითითებებს, იმის შესახებ, თუ როგორია სკოლების უსაფრთხოდ გახსნის მოთხოვნები და გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოება პირველ ადგილზეა.

2.მოემზადეთ იმისთვის, რომ სკოლა შესაძლოა კვლავ დაიხუროს.
”ხშირად, დახურვა შეიძლება იყოს ემოციურად რთული – ბავშვები შეიძლება იყვნენ სკოლაში ერთ მშვენიერ დღეს, შემდეგ კი კარანტინში 10 დღის განმავლობაში, ამიტომ აუცილებელია ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.

3. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ქცევებს
შესაძლოა აღფრთოვანებულები იყოთ თანატოლებთან თუ კოლეგებთან შეხვედრით, თუმცა ემოცია სწრაფად შეგეცვალოთ, რადგან პანდემიამ თქვენი ემოციები უფრო მეტად არამდგრადი გახადა, ასევეა მასწავლებლების შემთხვევაშიც, ნებისმიერმა დეტალმა შესაძლოა საუკეთესო შემთხვევაში უარყოფითი ემოცია გამოიწვიოს ან უარესი, დეპრესიისკენ გიბიძგოთ, ამიტომ შეინარჩუნეთ წონასწორობა და სიმშვიდე.

4.მიიღეთ სწორი, შესაბამისი გადაწყვეტილება
ზოგიერთი ბავშვი, შეიძლება, არ იყოს მზად რეალურ სივრცეში სწავლისთვის, მაგალითად ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის დარღვევის მქონე ბავშვები, რადგან მათ რესოციალიზაციას მეტი მზაობა და სამზადისი ჭირდება. ასეთ დროს მშობელმა პედიატრთან ერთად უნდა შეფასონ სკოლაში დაბრუნების რისკები და სარგებელი და მიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

5. ენდეთ სპეციალისტებს!
უამრავმა ბავშვმა თუ ზრდასრულმა დაკარგა ახლობლები, შეიცვლა მათი ცხოვრების სტილი ახლა მათ უკვე აწუხებთ მომავალი – არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ მათი ჯანმრთელობაც. შესაბამისად მონკი გვირჩევს, რომ საუკეთესო გზაა სკოლამ უზრუნველყოს საჭირო რესურსების შექმნა, რათა ყველამ შეძლოს ე.წ ჯგუფურ პარამეტრებში დაბრუნება, მიმართონ თერაპევტებს, ფსიქოლოგებს და გაიარონ ჯგუფური თერაპია, რადგან ეს ხელს შეუწყობს მათ ემოციურ და ფიზიკურ გაძლიერებას, რის გარეშეც გონება უბრალოდ მექანიკურად იმუშავებს. მონკის თქმით, სპეციალისტების ჩართვის გარეშე, რესოციალიზაციის პროცესი ხანგრძლივი და სტრესული იქნება.

EDU.ARIS.GE ულოცავს ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს სასკოლო სივრცეში დაბრუნებას და წარმატებებს უსურვებს.

ასევე იხილეთ:

რა წერია განათლების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის მიწოდებულ ახალ პროტოკოლში – დოკუმენტი

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური