GE

როგორ დავეხმაროთ შვილს ახალ სკოლასთან შეგუებაში – 5 წესი

სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი სწავლობს და ეჩვევა წარმატებას. სკოლის შეცვლამ კი შეიძლება ნერვულობა და საშინელი ისტერიკა გამოიწვიოს . როდესაც მოსწავლე ახალ სკოლაში მიდის, გარკვეული შიშები უჩნდება, ფიქრობს, იქნებ გარემო, ბავშვები და პედაგოგები არაა მისთვის შესაფერისი.

მსგავსმა აზრება შესაძლოა ის საკუთარ თავში ჩაკეტოს, რაც მისი აკადემიური მოსწრების გაუარესების მიზეზიც ხდება, ამიტომაც საჭიროა მშობელმაც მიიღოს გარკვეული ზომები და დაეხმაროს ბავშვს ადაპტაციაში:

გააცანით სკოლა – ზოგჯერ ბავშვებს ახალი ნაცნობებისთვის შეკითხვების დასმა რცხვენიათ, თუმცა საჭიროა ბავშვმა იცოდეს , რა სად მდებარეობს სკოლაში. მასთან ერთად დაათვალიერეთ შენობა. გაარკვიეთ, სადაა კაფეტერია, ბიბლიოთეკა, საპირფარეშო…

განცალკევებით შეხვდით პედაგოგს – სანამ ბავშვს შეხვდება, უმჯობესია, თავად გაესაუბროთ პედაგოგს. იყავით მეგობრული, მიაწოდეთ მცირე ინფორმაცია თქვენი შვილის შესახებ, უთხარით რისი კეთება მოსწონს, რომელ საგნებშია ძლიერი და სად სჭირდება დახმარება.

გააცანით ბავშვს სკოლის წესები – როგორც წესი, წესები საკლასო ოთახში კედელზეა გაკრული, მაგრამ მაონც სთხოვეთ პედაგოგს , მოგცეთ ბროშურის სახით (ეს მას თქვენდამი კეთილგანწყობილს გახდის, ) რათა ბავშვმა  გადახედოს მას.

დაეხმარეთ მოემზადოს პირველი დღისთვისდაძინების წინ დაამშვიდეთ შვილი და უთხარით რომ მას არაჩვეულებრივი გარემო ელოდება. ეცადეთ, მშვიდად იძინოს. დილით ასაუზმეთ და არავითარ შემთხვევაში არ დააგვიანებინოთ. სასურველია, სკოლაში 20 წუთით ადრე  იყოთ, კარგი იქნება თუ გაკვეთილის დაწყებამდე ახალ  კლასელებსაც შეხვდება.

დაარიგეთ ბავშვი – უთხარით შვილს, შეასრულოს მასწავლებლის ინსტრუქციები, ეს ახალ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა ზომიერება არ  უნდა დაავიწყდეს და მეგობრების შეძენაც დაიწყოს. ასევე, გადახედოს მიცემულ დავალებებს და გაურკვეველი საკითხები ჰკითხოს პედაგოგს.

წყარო: wikihow

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური