GE

როგორ დავიბრუნოთ აპელაციისთვის გადახდილი თანხა? – პროცედურა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის

პედაგოგებს და პედაგოგობის მსურველებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება, განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადები მიიღება 6 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე:

  • ქ. თბილისში – მისამართზე: ე.მინდელის ქ. N9;
  • რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:

  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში – შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

განაცხადის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ აპელაციის საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით)
  • საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა და განცხადებაში უნდა შეავსოს როგორც დაინტერესებული პირის, ისე კანონიერი წარმომადგენლის გრაფა და განცხადების ფორმას უნდა დაურთოს თავისი პირადობის მოწმობის ასლი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური