GE

როგორ გამოვნახოთ დრო ენის შესწავლისთვის – სამი მარტივი ჩვევა

გაიღვიძე, მოემზადე, წადი სასწავლებელში ან სამსახურში, შეასრულე დავალებები, ივახშმე, უყურე ფილმს (თუ გაგიმართლა) და დაიძინე. მეორე დღეს კი ყველაფერი თავიდან. თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური რუტინა ამგვარად გამოიყურება.

ყველა ჩვენგანის ცხოვრება სავსეა შესასრულებელი ამოცანებით, ღონისძიებებით, რომელთაც უნდა დავესწროთ, ვადებით რომლებშიც უნდა ჩავეტიოთ. ჩვენ ძველი ახლობლების მოსაკითხი დრო არ გვაქვს, ახალი მეგობრების გაჩენაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ასეთ გადატვირთულ რეჟიმში უცხო ენის შესწავლის ჩასმა თითქოს წარმოუდგენლია, თუმცა თქვენ გაგიკვირდებათ რამდენად მარტივია ამის გაკეთება.

თქვენ არ უნდა გამონახოთ დრო

როგორც დამწყებმა შეიძლება არ იცოდე, რომ სულაც არ არის საჭირო დროის გამონახვა. უბრალოდ საჭიროა არსებული დროის ჭკვიანურად გამოყენება. ყოველდღიურად ჩვენ უამრავ დროს ვხარჯავთ ლოდინში: ტრანსპორტით მგზავრობისას, ექიმთან ან სუპერმარკეტის რიგში დგომისას. ნუ გახარჯავთ ამ ძვირფას დროს ფუჭად. მოიმარჯვეთ თქვენი მობილური ტელეფონი, გათიშეთ სოციალური ქსელები, გადმოტვირთეთ სპეციალური აპლიკაცია და საქმეს შეუდექით.

ცოტ-ცოტა ყოველ დღე

ინტერნეტში ენის შესასწავლი უამრავი აპლიკაციის მოძიება შეგიძლიათ. მათ პატარ-პატარა გაკვეთილები აქვთ. მოიმარჯვეთ თქვენი ტელეფონი და ამ საქმეს 10-15 წუთი დაუთმეთ. თუ თქვენ ამას შეძლებთ ახალ უცხო ენას აუცილებლად შეისწავლით. დღეში ხომ 24 საათია! დაფიქრდით კმაყოფილების გრძნობაზე, რომელიც მასალის წარმატებით ათვისების შემთხვევაში დაგეუფლებათ. აღსანიშნავია, რომ ეს აპლიკაციები მიღებული ცოდნის გადამოწმების საშუალებას იძლევა.

თქვენ იმდენი დრო არ დაგჭირდებათ, რამდენიც გგონიათ

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ამ საქმით ყოველდღიურად დაკავდებით, სამ  კვირაში მნიშვნელოვან წინსვლას იგრძნობთ. კვლევებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები, რომლებიც უცხო ენას მობილური აპლიკაციის საშუალებით შეისწავლიან, ორი თვის მანძილზე საშუალოდ 15 საათს ხარჯავენ. იგივე ცოდნის მისაღებად მათ კოლეჯში ერთი სემესტრი უნდა ესწავლათ.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

წარმატებებს გისურვებთ!

მოამზადა თეა ინაშვილმა

9 წიგნი, რომელთა საშუალებითაც ინგლისური ენის შესწავლა მარტივი და სასიამოვნოც კი გახდება

წყარო: babbel.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური