GE

როგორ განვახორციელოთ ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში – დეტალური ტექნიკური ინსტრუქცია

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია, თუმცა აპლიკანტებისთვის ღელვის საგანს ჯერ კიდევ არა ერთი საკითხი წარმოადგენს. მათ შორისა ისიც, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ტექნიკური უზუსტობების გამო ვერ ახორციელებენ.

იმისთვის, რომ აბიტურიენტებისთვის მარტივი გახდეს ტექნიკური პროცესი გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას თუ როგორ განახორციელოთ ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში.

იხილეთ დეტალური ინსტრუქცია: 

  • პროგრამის დამატება – კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა, იყენებთ ღილაკს – „დამატება“,
  • წერთ პროგრამის კოდს და კვლავ აძლევთ ბრძანებას – „დამატება“;
  • პროგრამის წაშლა – კურსორს შესაბამის პროგრამაზე აყენებთ და იყენებთ ღილაკს – „წაშლა“;
  • განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ირჩევთ ღილაკს – „შენახვა“ და ეკრანზე ხედავთ შესაბამის შეტყობინებას: განაცხადში შეტანილი ცვლილებები დამახსოვრებულია!
  • შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი განაცხადი!
  • გაითვალისწინეთ, პროგრამების რაოდენობის არჩევაში შეზღუდული არ ხართ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური