GE

როგორ გავასაჩივროთ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები – გამოცდები 2018

2018 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. აპლიკანტებს საშუალება ეძლევათ, 13 აგვისტოს 10:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე გაასაჩივრონ ნაშრომები.

სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და  www.naec.gov.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.

აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

– ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
– “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
– ვებგვერდზე Ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
– “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
– საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
– “თიბისი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
– Paybox.ge თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც სტუდენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

გაითვალისწინეთ, თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, განაცხადს ვერ შეავსებთ.

სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.

გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს “გაგზავნა”. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობითი განცხადების საფუძველზე.
გადმოგზავნილი განაცხადის გაუქმებაზე განცხადება უნდა დაწეროთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში – ე. მინდელის ქ. N9, რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
გაუქმების შემდეგ კი განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი დადგენილ ვადებში.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა გადაიფიქრა სააპელაციო განაცხადის შემოტანა და შესაბამისად, სურს უკვე გადმოგზავნილი სააპელაციო განაცხადის გაუქმება, აუცილებელია განაცხადი გააუქმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე.
სააპელაციო განაცხადის გაუქმების თაობაზე განცხადება უნდა დაიწეროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში, ე. მინდელის ქ.N9, ხოლო რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
ის, ვინც გააუქმებს სააპელაციო განაცხადს სააპელაციო ვადებში, თანხა დაუბრუნდება უკან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე.
აბიტურიენტს მოუწევს თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა მითითებულ ვადებში, ასევე ბანკიდან ანგარიშის შესახებ ამონაწერის მოტანა. ამის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება სააპელაციო განაცხადების გასწორებისა და აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

გისურვებთ წარმატებებს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური