GE

როგორ გავიგოთ 2019 წლის ეროვნული გამოცდების შედეგები ვებგვერდის და SMS-ის საშუალებით – პროცედურები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დასრულდა და აბიტურიენტები შედეგების მოლოდინში არიან. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისში მოხდება, პირველად კი ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პროცედურებს, აბიტურიენტების ქულების ნახვა როგორც ვებგვერდის ისე SMS-ის საშუალებითაც შეეძლებათ.

ვებგვერდის შემთხვევაში აბიტურიენტს შედეგის ნახვა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე www.naec.ge ან www.online.naec.ge შეეძლება.

შედეგების გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ გამოცდებში მიღებული შეფასებები, შეიტყოთ კონკრეტულ დავალებაში მიღებული შედეგი, იხილოთ თქვენი ნაშრომების სკანირებული ასლები.

რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური