GE

როგორ იმოძრავებს ზაფხულის გამოცდებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტი თბილისის საგამოცდო ცენტრებისკენ – მიმართულებები

4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს, 26 ივნისს გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება როგორც აბიტურიენტებს, ისე ცენტრებში დასაქმებულ პერსონალს.

რაც შეეხება მარშრუტებს, დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო „ახმეტელის თეატრიდან“, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან იმოძრავებენ.

იხილეთ მიმართლებების ჩამონათვალი:

  • მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის მიმართულებით ტრანსპორტი #175-ე საჯარო სკოლამდე გადაადგილდება;
  • მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით ტრანსპორტი #39, 177 და 191 სკოლებისკენ გადააგილდება;
  • მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ტრანსპორტი გადაადგილდება: #117-ე სკოლის მიმართულებით;
  • მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან კი: ტრანსპორტი #103-ე საჯარო სკოლამდე მივა.

კახა კალაძის თქმით, ავტობუსები 10 აგვისტომდე იმოძრავებენ.

საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილის 06:30 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე სტანდარტული ტარიფით იმუშავებს.

ასევე იხილეთ:

2022 წლის გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები ცნობილია

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური