GE

როგორ იქცევა აბიტურიენტი, რომელსაც გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმნა ესაჭიროება

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყებასთან ერთად აბიტურიენტებს არაერთი კითხვა უჩნდებათ და მათ შორის არის საგამოცდო დროის დამატების საკითხი ან შესაძლებლობა. ასეთ კატეგორიაში შედის გამოცდაზე სპერციალური პირობების შექმნა, რაც თავის თავში სწორედ დამატებით საგამოცდო დროს ან გარემო პირობების შექმნას გულისხმობს

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, თუ აბიტურიენტს ესაჭიროება გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმნა, მან უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა, ცნობა (ფორმა 100) კი წარმოადგინოს გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის #9) 2018 წლის 10 აპრილამდე. 

“ნებისმიერი კლინიკიდან გაცემულ შესაბამის ცნობას აბიტურიენტი პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარმოადგენს გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 აპრილამდე. ამის შემდეგ იკრიბება სპეციალური სამედიცინო კომისია, განიხილავს დაზიანების ხარისხს და დებს შესაბამის დასკვნას. კომისიის გადაწყვეტილების შესახებ განცხადების შემომტან პირს ეცნობება ან სატელეფონოდ, ან ინფორმაცია ასეთი პირების შესახებ გამოქვეყნდება გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე”, – განუმარტეს EDU. ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე.

მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური