GE

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის? – მასტერკლასი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

2022 წლის 21 იანვარს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ატრიუმში ჩატარდა მასტერკლასი თემაზე – როგორ მოვემზადოთ პირველი გასაუბრებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა HR მენეჯერი სალომე გოძელანძე, რომელსაც 10 წლიანი გამოცდილება აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ტალანტების მოზიდვის, პერსონალის მართვის და HR ადმინისტრაციული პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკოსი HR მენეჯერისგან მოესმინათ რჩევები CV-ის შედგენის სწორი მეთოდოლოგიების, ადამიანური რესურსების მენეჯერებთან კომუნიკაციის და პირველი გასაუბრების ტაქტიკებისა შესახებ.

ტრენინგის ესწრებოდნენ ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების და პოლიტიკის, სამართლის, სტომატოლოგიის, ტურიზმის, ფსიქოლოგიის და სხვა პროგრამის სტუდენტები.

მასტერკლასის ბოლოს სტუდენტებს საშუალება მიეცათ, უშუალოდ, გასაუბრებოდნენ მოწვეულ ტრენენს და გაეცვალათ საკონტაქტო ინფორმაცია.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური