GE

როგორ შეძლებთ 2021 წლის მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის აღებას – საბუთი 5-დან 10 დღეში გაიცემა

2021 წლის მასწავლებლის გამოცდების შედეგების შესახებ ცნობის ასაღებად, აპლიკანტმა საგამოცდო ცენტრს განცხადებით უნდა მიმართოს, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

„აპელაციის შედეგები რომ გამოქვეყნდება, მერე იქნება საბოლოო შედეგები, თუმცა ახლაც შეუძლია აპლიკატს აიღოს ცნობა, ეს იქნება მიმდინარე შედეგების ცნობა. აპლიკანტმა უნდა დაწეროს განცხადება, ხელი მოაწეროს და პირადობის მოწმობის ასლთან ერთად, გადაგზავნოს ელექტრონულად, ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge. ცნობის გაცემა ხდება 5-15 სამუშაო დღეში“, – აცხადებენ „ნაეკში“.

ცნობისთვის, გამოცდების ჩაბარების შესახებ ცნობა მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე გასაგრძელებლად არის  საჭირო, ასევე მასწავლებლის ვაკანსიების გვერდზე ანკეტის შევსებისასაც ითხოვენ აღნიშნულ საბუთს.

რაც შეეხება სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება მათ ელექტრონულ გვერდზე eSсhool-ის ბაზაში.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია წელს 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების შედეგების და კრედიტების შესაბამისობის ცხრილი გამოქვეყნდა

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური