GE

როგორ შეუძლიათ გამოცდისთვის მომზადება პრაქტოკოს სპეციალურ მასწავლებლებს – დამხმარე მასალები

როგორც ცნობილია, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაციის დაწყების დრო დადგინდა და განათლების სამინისტროს განმარტებით, თუკი ეპიდსიტუაცია სტაბილური შენარჩუნდება, გამოცდას სტატუსისა და შესაბამისად ანაზღაურების ამაღლების მსურველი პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები ივნისში შეძლებენ.

ამ დროისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური მასწავლებლებისთვის განკუთვნილი საგამოცდო პროგრამა და ასევე დამხმარე სახელმძღვანელოები, რომელიც მათ გამოცდისთვის მომზადებაში უნდა დაეხმაროს:

იხილეთ სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა პროფესიულ უნარებში

იხილეთ დამხმარე სახელმძღვანელოები

რაც შეეხება გამოცდების ჩატარების ზუსტ თარიღს, იგი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციაზე.

პრაქტიკოს მასწავლებელთა და პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა სტატუსის მოპოვების მიზნით გამოცდის ჩატარება დაგეგმილი იყო 2020 წლის ნოემბრის თვეში და მიღებულ იქნა მისი გადატანის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებამდე.

საქართველოში 2000-მდე პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელია.

როგორ დაანგარიშდება უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლების ანაზღაურება და რამდენ მოსწავლეზე რამდენი იქნება დანამატი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური