GE

როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია – ალტერბრიჯი გვირჩევს

ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აბიტურიენტობის პერიოდში ვდგებით. “აკეთე საქმე, რომელიც გიყვარს და არცერთი დღე მოგიწევს მუშაობა” – არაჩვეულებრივად ჟღერს, მაგრამ ურთულესი გადაწყვეტილების მიღებით იწყება.

ჩვენ შევეცდებით, მოგცეთ პრაქტიკული რჩევები აღნიშნული საკითხის გარშემო. როგორ შევარჩიოთ ჩვენს მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე მორგებული პროფესია, საქმე, რომელიც მოგვანიჭებს სიამოვნებას და საინტერესოს გახდის ყოველდღიურობას?!

ცხოვრების ამ ეტაპზე, შეკითხვების რაოდენობა პასუხებისას აღემატება. მთავარია მათი დახარისხება და პრიორიტეტების გამოკვეთა შევძლოთ. დანარჩენი მიანდეთ დროის, სწავლისა და განვითარების ხარისხს.

ვინ ვარ ახლა და რისი კეთება მსიამოვნებს?
თქვენ ყველაზე უკეთ იცნობთ საკუთარ თავს. იცით, რა შესაძლებლობები გაქვთ და გრძნობთ დადებით ემოციას მაშინ, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებთ.

გააანალიზეთ, რომელი საგანი გაინტერესებდათ განსაკუთრებულად სკოლაში და რატომ?
იყავით გულწრფელი. შესაძლოა, გარკვეული საგნები პედაგოგის გამო გიყვარდათ, ან მათმა განსაკუთრებულმა სიმარტივემ განაპირობა ყოველივე. გააანალიზეთ, რა იმსახურებს თქვენს ინტერესს და რისი სიღრმისეული დაუფლება გსურთ მომავალში.

წარმოიდგინეთ საკუთარი თავი რამდენიმე პროფესიაში.
სხვადასხვა ტიპის კარიერა განსხვავებულ ყოველდღიურობასა და რუტინას მოიცავს. მოიძიეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რას საქმიანობენ აღნიშნული სპეციალობის წარმომადგენლები, რა არის მათი საქმიანობის სფეროს თავისებურება და რამდენად არის ეს თქვენთვის მისაღები.

აუცილებლად გაეცანით სასწავლო კურიკულუმს.
გაიგეთ რისი სწავლა მოგიწევთ უნივერსიტეტში ამ მიმართულებით და რამდენად ხედავთ საკუთარ თავს აღნიშნულ პროცესში.

ჩააბარეთ “პროფორიენტაციის ტესტი” უნივერსიტეტ “ალტერბრიჯისგან.
ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვები წარმოდგენას შეგიქმნით საკუთარი ემოციების, ინსტინქტებისა და სურვილების შესახებ, რომელთაც შეიძლება განაპირობონ თქვენი პროფესიული არჩევანი.

#ცვლილებებიიწყებაშენით #ალტერბრიჯი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური