GE

როგორ უნდა აღადგინოს მოსწავლემ და მშობელმა Teams-ის დავიწყებული პაროლი, რომ ონლაინ სწავლებაში ჩაერთოს – ვიდეო

სკოლებში მეორე სემესტრი დაიწყო, თუმცა როგორც ცნობილია, დისტანციური სწავლება კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების გამო, რეკორდულად ბევრმა მოსწავლემ და მისმა მშობელმა აირჩია.

როგორც გაირკვა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, მოსწავლეთა მშობლებსა და თავად მოსწავლეებს, ონლაინ სწავლებაში ჩართვისთვის, Teams-ის პროგრამაში შესასვლელი პაროლი დავიწყებული აქვთ. არაერთი მოსწავლე ამ პრობლემით EDU.ARIS.GE-საც წერს და ამბობს, რომ პროგრამაში ვეღარ შედის.

გაეცანით ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა აღადგინოთ პაროლი. ინსტრუქცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მომზადდა:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური