GE

როგორ უნდა მოითხოვონ 2019 წლის აბიტურიენტებმა გამოცდაზე სპეციალური პირობები – ვადები და პროცედურები

აბიტურიენტმა, რომელსაც 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე სპეციალური პირობები/სპეციფიკური გარემოს შექმნა ესაჭიროება, ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ცნობა (ფორმა №100) გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2 მაისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე ცნობის წარმოდგენამდე, აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა.

რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს ცნობის გამოგზავნა ადგილობრივი რესურსცენტრებიდან შეუძლიათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური